უგემრიელესი კერძი მაკარონისგან, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თეფშიდან 2 წუთში ქრება

9743

დიდსა თუ პატარას, ყველას გვიყვარს მაკარონი, განსაკუთრებით კი უგემრიელესი და მრავალფეროვანი კერძები, რომლებიც მისგან მზადდება. რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ჩემს ოჯახში ბოლო დროს ნამდვილ ფავორიტად იქცა. მეუღლე და შვილები უკვე ყოველდღიურად მთხოვენ მის მომზადებას. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ კერძის მიმართ გულგრილი დარჩება, ამიტომაც დღეს მის მომზადებას გასწავლით. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება.

მაკარონი ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 450 გრამი საქონლის ფარში (შეიძლება ქათმისა და ინდაურის ხორციც)
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 მწიკვი დაფქული წითელი და შავი წიწაკა
  • 1 მწიკვი მარილი
  • 800 გრამი კონსერვივრებული ან ახალი პომიდორი
  • 500 გრამი რიგატონი (მილის ფორმის სქელი მაკარონი)
  • 400 გრამი გახეხილი ყველი (უმჯობესია პარმეზანი)

მომზადება: 

1. პირველ რიგში, შეუდექით მაკარონის მომზადებას. ოდნავ მოხარშეთ ის, რომ გარედან რბილი და შიგნიდან მყარი იყოს. გადაღვარეთ წყალი და მოაყარეთ პარმეზანი ან ნებისმიერი სახეობის სხვა ხმელი ყველი.

2. ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც ზეთი გაცხელდება, ჩაამატეთ ფარში და შეუდექით მის მზადებას. 5 წუთის შემდეგ ფარშში უნდა დავამატოთ დაქუცმაცებული ნიორი, წითელი, შავი წიწაკა და მარილი. კარგად გადავურიოთ და დაახლოებით 1 წუთის შემდეგ ჩავამატოთ პომიდორი. ტაფას ვაფარებთ თავსახურს და ვტოვებთ ცეცხლზე კიდევ 15 წუთით.

3. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი და ჩაალაგეთ მასში მაკარონები ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

4. ზემოდან მოასხით ფარშისა და ტომატის ნარევი, გაანაწილეთ თანაბრად და მოათავსეთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ღუმელში მოთავსებიდან 15 წუთში მოახეხეთ კერძს ზემოდან ხმელი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ გამოსაცხობად 15 წუთით.

5. უგემრიელესი კერძი მზად არის!

როგორც უკვე გითხარით, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ კერზის მიმართ გულგრილი დარჩება. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!