უგემრიელესი კატლეტები ბადეში

128

ეს საუკეთესო რეცეპტია, რაც კი ბებიამ მისახსოვრა. ღვიძლის კატლეტები ბადეში. ამაზე საუკეთესო კერძის მომზადება სავახშმოდ შეუძლებელია.

მომზადებისას ბადე ხელს უშლის წვენის გამოყოფას. ამიტომ კატლეტები გამოდის საოცრად წვნიანი.

ინგრედიენტები

  • 500გ საქონლის ღვიძლი
  • ბადე
  • 50გ ლორი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
  • 3 სუფრის კოვზ მცენარეული ზეთი
  • 50 მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.გარეცხეთ ნაყიდი ბადე ცივ წყალში, მოათავსეთ დაფაზე. დაჭერით საჭირო ზომებად.

2.გარეთა გარსისგან გაასუფთავეთ ღვიძლი.

3.დაჭერით ღვიძლი და ლორი.

4.ხორცსაკეპში გაატარეთ ღვიძლი, ლორი და ხახვი.

5.მიღებულ ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მშრალი ნიორი და რამდენიმე კბილი ნიორი.

6.მოურიეთ და გახადეთ ერთგვაროვანი. ფარში გამოვა საკმაოდ თხელი, ასეც უნდა იყოს.

7.მზა ბადეები აავსეთ გულსართით.

8.შეწვით კატლეტები ტაფაზე.

9.ორივე მხრიდან შეწვით და დაელოდეთ მათ შეფერვას.

10.კატლეტები გადმოიტანეთ თეფშზე, ტაფიდან გადაასხით ზეთი და დაასხით წყალი. მოთუშეთ კალეტები რამდენიმე წუთი.

11.უგემრიელესი კატლეტები მზად არის.

გემრიელად მიირთვით!