ტრუფელის მანდარინები

1458

ახალწლამდე რამდენიმე კვირით ადერე მთელი მსოფლიოს დიასახლისები ცდილობენ სადღესასწაულოდ, რაიმე ორიგინალურის მომზადებას. დღეს ჩვენ სწორედ ასეთ კერძს შემოგთავაზებთ.

რამდენიმე წლის წინ ჰესტონ ბლუმენტალმა მთელი გასტრონომიული სამყარო თავდაყირა დააყენა, მისმა საოცარმა პაშტეტის მანდარინმა გურმანები გადარია. მანდარინის ფორმა შეგვიძლია დესერტსაც და ხორციან კერძსაც მივცეთ.

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი 200გ
  • ნაღები 100გ
  • თაფლი 30გ
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • თეთრი შოკოალდი 200გ
  • თაფლი 100გ
  • საკვების საღებავი გემოვნებით

მომზადება

1.თაფლს დაუმატეთ ცხიმიანი ნაღები, მასა წამოადუღეთ, მაგრამ არ აადუღოთ. ნაღები დაასხით შოკოლადს და ათქვფეთ ბლენდერით.

2.ორი ფორთოხლის ქერქი წვრილად გახეხეთ, მოაყარეთ ტრუფელის მასას. დააფარეთ თავზე და მაცივარში შეინახეთ მთელი ღამით.

3.ამასობაში გაალღვეთ თეთრი შოკოლადი, წყლის ორთქლზე. თაფლი მიკროტალღურში 36 გრადუსამდე გააცხელეთ. თაფლის მასა მოასხით თეთრ შოკოლადს.

4.კარგად გადაურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ შეკრულ, ბურთისებურ მასას. ამის შემდეგ მთლიანი მასიდან გამოყავით საშუალო ნაჭერი და გაყავთ ორ ნაწილად.

5.ერთი ნაჭერი შეღებეთ მწვანედ, ხოლო მეორე დატოვეთ ისე, როგორც არის. დარჩენილი დიდი ნაწილი კი შეღებეთ სტაფილოსფრად.

6.თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით მესამედი ჩაის კოვზი საღებავი. მოზილეთ ცომი, მიეციტ მართკუთხედის ფორმა და მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტზე. მთელი რამე დატოვეთ მაცივარში.

7.ტრუფელის მასა გადმოიტანეთ მაცივრიდან, ხელთათმანის გაოყენებით, გააბრტყელეთ და მიეცით პატარა კანფეტის ფორმა, მისი წონაა დაახლოებით 50გ უნდა იყოს. ისევ მოათავსეთ მაცივარში გასაგრილებლად.

8.ამასობაშ ნარინჯისფერი გარეკანი გადმოიღეთ, რათა ის ცოტა გალღვეს. დაყავით ნაჭრებად, ეს ტრუფელის დასაფარად არის საჭირო. გააბრტყელეთ, მაგრამ ძალიან არ დაათხელოთ.

9.როცა ტრუფელის კანფეტები საკმარისად გაიყინება, შეახვიეთ ისინი ნარინჯისფერ ქერქში, ხოლო პატარა სახეხის საშუალებითნარინჯისფერ ქერქს მიეცით მანდარინისთვსი დამახასიათებელი სტრუქტურა.

არ დაგავიწყდეთ მწვანე შოკოლადის ცომისგან მანდარინისთვის კუდის გაკეთება. შეგიძლიათ სპეციალური საკვები საღებავით თქვენი მანდარინები უფრო ხასხასა ნარინჯისფრად აქციოთ. ამ დესერტის შენახვა მაცივარში 2 კვირა შეგიძლიათ, ამიტომაც არ შეგეშინდეთ თუ შემთხვევით დიდი რაოდენობის მანდარინებს მოამზადებთ. გემრიელად მიირთვით!