ტრუფელის ტორტი ყველა ტკბილეულის მოყვარულს ძალიან უყვარს. მეტად გემრიელი დესერტი ჩემი აზრით არ არსებობს.
ინგრედიენტები
- 100გ რძიანი შოკოლადი
- 100გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 75გ შაქარი
- 75გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 8-10 ცალი შავი ქლიავი
- ნიგოზი
თუ მაღალი ტორტის მომზადება გინდათ, მაშინ უმჯობესია გააორმაგოთ ინგრედიენტები და გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი.
დასანამი მასა:
- მაგარი ყავა + ვისკი (კონიაკი, ბრენდი)
კრემი
- 50გ რძიანი შოკოლადი
- 50გ მწარე შოკოლადი
- 250მლ რძე
- 3 კვერცხის გული
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- ვანილი
- 1 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1/2 ჭიქა ნიგოზი (კრემისთვის ნუში გამოვიყენე)
ტრუფელის მასა
- 200გ მწარე შოკოლადი
- 200გ ნაღები 20%
- 50გ კარაქი
დამატებით პრობლემებს რომ გავექცეთ, ტრუფელის მასასთან დაკავშირებით – ის გამოდის თხელი და ტორტიდან ცურავს, უმჯობესია ნაღების რაოდენობა 100-150გრ შევამციროთ.
მომზადება
ბისკვიტი:
- დაჭერით შავი ქლიავი და ნიგოზი. განაცალკევეთ ცილა და გული. გულს დაუმატეთ შაქარი.
- ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი.
- დაჭერით კუბიკებად კარაქი და დაუმატეთ შოკოლადს, კარგად მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
- დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული, შავი ქლიავი, ნიგოზი და კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ათქვეფილი ცილა.
- ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
- მზა ფირფიტა გააგრილეთ და გაჭერით შუაზე.
კრემი:
- დაჭერით შოკოლადი, გაალღვეთ ცხელ რძეში ან ნაღებში.
- კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ფქვილი.
- ნელ-ნელა მოასხით შოკოლადი და მოურიეთ. შესქელებამდე გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.
- გაგრილებულ კრემს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი (მოხალული).
- მოვამზადოთ ტრუფელის მასა: დაჭერით შოკოლადი და გაალღვეთ ნაღებში.
- დაჭერით კარაქი კუბიკებად და დაუმატეთ შოკოლადს.
- გააგრილეთ.
- ტორტს არ დაასხათ ცხელი მასა.
აწყობა:
- ფირფიტას წაუსვით შოკოლდი კრემი, თანაბრად გადაანაწილეთ.
- მოასხით ტრუფელის მასა და თანაბრად გადაანაწილეთ.
- გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. მე გამოვიყენე თეთრი შოკოლადი (1/3 შოკოლადის ფილა + 1 სუფრის კოვზი ნაღები).
- გააგრილეთ ტორტი.
გემრიელად მიირთვით!