“პავლოვა” ახალ ზელანდიაში შექმნილი პოპულარული დესერტია. სახელი ცნობილი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას პატივსაცემად დაერქვა. ბალერინამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1920 წელს იმოგზაურა.
ინგრედიენტები:
ბეზე
- 4 კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- 1 ჭიქა (200 გ) შაქრის პუდრი
- 1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
- 1 ჩ.კ. თეთრი ძმარი
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
მორთვა
- 300 მლ ნაღები
- 75 გ ახალი მარწყვი (დაჭრილი)
- 1/2 ჭიქა (75 გ) ჟოლო
- 75 გ ლურჯი მოცვი
- 1 კივი (გათლილი და დაჭრილი )
მომზადები წესი:
- ბეზე. ღუმელი 150 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფორმას ცხიმი მოუსვით. კალკის ქაღალდისგან (პერგამენტისაგან) 20 სმ-იანი დისკო გამოჭერით და საცხობი ფორმის ძირზე დააფინეთ.
- კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ გამკვრივებამდე. სუფრის კოვზით თანდათან დაამატეთ შაქარი. გააგრძელეთ თქვეფა ბეზეს გასქელებამდე და შაქრის სრულად გადნობამდე. დაამატეთ სიმინდის სახამებელი, ძმარი, ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ.
- ბეზე დაასხით წინასწარ გამზადებულ საცხობ ფორმაზე და ეცადეთ, ტალღოვანი ზედაპირი გაუკეთოთ.
- შედგით ღუმელში და ტემპერატურას 130 გრადუსამდე დაუწიეთ. აცხვეთ 1 ¼ – 1½ საათის განმავლობაში, სანამ ბეზე ხრაშუნა არ გახდება, თუმცა ფერი არ უნდა შეიცვალოს. გაზქურა გამორთეთ და ღუმლის კარი ღია დატოვეთ. ბეზე მხოლოდ მაშინ გამოიღეთ, როცა სრულად გაცივდება.
- მორთვა: ნაღები ათქვიფეთ გასქელებამდე. წაუსვით “პავლოვას” და გააფორმეთ ხილით.
- დაჭერით და მიირთვით.