ტორტი“კრეპვილი“ ჩვეულებრივ ვახშამს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს

1965

რთული სათქმელია, რომელი ქვეყნის სამზარეულოს მიეკუთვნება ტორტი „კრეპვილი“, მაგრამ ფრანგულ ენაზე „კრეპი“ ბლინს ნიშნავს. და მართლაც, ეს ტორტი ბლინების მსავსი ფიფიტებისგან შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ ტორტისთვის 20 ასეთი ფირფიტაა საჭირო, ნუ შეშინდებით, მათ მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. მოამზადეთ „კრეპვილი“ ოჯახის წევრებისთვის და არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 800 გრ ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 950 მლ რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 4 ს.კ. სახამებელი
  • 400 გრ შესქელებული რძე
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. თავიდან უნდა მოამზადოთ ფირფიტები. ამისათვის ათქვიფეთ 80 გრ კარაქი, შაქარი, დაამატეთ 2 კვერცხი, კვლავ ათქვიფეთ, დაასხით 300 მლ რძე და კარგად მოურიეთ მასას.
  2. ნახევარ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხისა და კააქის მასას, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ქვილი. მოზილეთ ცომი ისე, რომ ხელებზე არ ეკრობოდეს. დააფარე და დგით თბილ ადგილა 30 წუთ. შემდეგ დაყავით 20 ნაწილად.
  3. გააბრტყელეთ თითოეული თხლად, დაახლოებით 22 სმ დიამეტრის.
  4. გმოაცხვეთ ყოველი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 4-5 წუთის განმავლობაში.
  5. მოამზადეთ კრემი: დარჩენილ რძეს დაუმატეთ ვანილი, აადუღეთ. დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ სახამებელთან, სანამ მასა არ გათეთრდება. დაამატეთ ცხელი რძე და მოურიეთ.
  6. მასა დადგით ცეცხლზე, ხარშეთ შესქელებამდე, მუდმივად ურიეთ. დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შესქელებული რძე, შეურიეთ ორივე კრემი და გააცივეთ.
  7. წაუსვით ყოველ ფირფიტას კრემი, ჩამოაჭერით კუთხეები, დააქუცმაცეთ და მორთეთ. შედგით მაცივარში.

ეს ტორტი მხოლოდ ერთი შეხედვით მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ პრაქტიკაზე მართლაც სწრაფად და ადვილად მზადდება. თუ რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!