ტირამისუ გემრიელი, ნაზი და ჰაეროვანი იტალიური დესერტია. თუ კლასიკური რეცეპტით მომზადების დრო არ გაქვთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია სწრაფ მეთოდს გთავაზობთ. უფრო მარტივია, მაგრამ ისეთივე გემრიელი გამოდის!
ინგრედიენტები:
- 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
- 200 გრ უცხიმო ხაჭო
- 100 გრ არაჟანი
- 50 გრ შაქარი
- 1 ჩ/კ ყავა
- ვანილი გემოვნებით
- კაკაო გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბლენდერის ჭიქაში ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- 1 ჭიქა ყავა მოამზადეთ. ხსნადი ყავაც გამოგადგებათ.
- 5 წამით ფხვიერი ორხობილა ყავაში ჩადეთ.
- ფხვიერი ორცხობილის და კრემის ფენები მორიგეობით მინის ჭიქაში ჩადეთ.
- დესერტს საცერით ზემოდან კაკაო მოაყარეთ.
- მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.
- გემრიელად მიირთვით.
დიეტური ტირამისუ შვრიის ქატოთი
დახვეწილი იტალიური დესერტი დიეტური ვარიანტით ძალიან გემრიელი და დაბალკალორიული გამოდის. გამოადგება მათ, ვისაც წონის დაკლება სურთ, მაგრამ ტკბილეული ენატრებათ.
ინგრედიენტები:
- 125 გრ კვერცხის ცილა
- 150 გრ შვრიის ქატო
- 3 გრ გამაფხვიერებელი
- 300 გრ უცხიმო ხაჭო
- 5 გრ ყავა
- 1 ჩ/კ შაქრის შემცველი
მომზადების წესი:
- 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაფქული შვრია დაუმატეთ.
- საცხობ ფორმაზე მზა ცომი გაათანაბრეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
- 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ხაჭო, შაქრის შემცველი დაუმატეთ და აურიეთ.
- ძლიერი ყავა მოამზადეთ და გააცივეთ.
- ჭიქით ორცხობილები ამოჭერით. ამოჭრილი ორცხობილები ყავაში რამდენიმე წამით ამოავლეთ და ჭიქაში ჩადეთ. ორცხობილებს შორის კრემის ფენა დაუმატეთ.
- მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. სუფრაზე გატანის წინ კაკაოთი მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!