თუ სტუმრები გაუფრთხილებლად დაგადგნენ თავს, ან სუფრაზე არც თუ ისე ბევრი კერძია, გიხსნით სწრაფად მოსამზადებელი ტარტალეტკის ხემსი. ჩვენ გვიყვარს ის ლამაზი შესახედაობისა და შიგთავსის მრავალი ვარიანტის გამო.
სადღესასწაულო ვარიანტად, „გასტრონომიას“ რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ ტარტალეტკები თინუსით, რომელიც 5 წუთში მზადდება და სარესტორნო კერძივით გამოიყურება. ნებისმიერი კრიტიკოსი აღფრთოვანდება!
ინგრედიენტები
- 200 გრ თინუსი
- 2 ც მჟავე კიტრი
- 3 კვერცხი
- 2 ს.კ. დაკონსერვებული ბარდა
- 4 ს.კ. მაიონეზი
- 2 ს.კ. მდოგვი
- 10 ც ტარტალეტკა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- დაწურეთ თინუსი, მოაცილეთ სითხე და ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაჭერით კვერცხი და კიტრი პატარა კუბებად.
- შესანელებლად მაიონეზი და მდოგვი შეურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, ბარდა და კარგად მოურიეთ.
- ტარტალეტკების ფსკერზე დააფინეთ სალათის ფურცლები, ცომი რომ არ დასველდეს. მოათავსეთ თევზის შიგთავსი და გემრიელად მიირთვით!
ვისაც მწვანე ბარდა არ უყვარს, შეუძლია თამამად ამოიღოს ინგრედიენტებიდან, კერძს ამით არაფერი დააკლდება. ასევე, შიგთავსი შეგიძლიათ ცალკე კერძადაც მიირთვათ, თუ ტარტალეტკების მომზადების დრო არ გაქვთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!