სწრაფი ხაჭოს დესერტი მანდარინით

1057

ეს დესერტი – დღესასწაულის ნამდვილი სიმბოლოა! მხოლოდ არომატი შეგიქმნით საახალწლო განწყობას.

რაც მთავარია მარტივად და სწრაფად მისი მომზადება არ გაგიჭირდებათ.

ინგრედიენტებ

  • ხაჭო 700გ
  • მანდარინი 6 ცალი
  • კარაქი 30გ
  • არაჟანი 400გ
  • შაქარი 200გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1გ
  • ჟელატინი 25გ
  • წყალი 100მლ

მომზადება

1.გაასუფთავეთ 4 მანდარინი, შეწვით კარაქში. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

2.ჟელატინს დაუმატეთ ცხელი წყალი, მოურიეთ და გადადეთ გვერდზე.

3.ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილი და დააბლენდერეთ. დაუმატეთ ჟელატინი და მოურიეთ.

4.დაუმატეთ მანდარინი, მოურიეთ და ჩაასხით ფორმაში. შეინახეთ 4 საათი მაცივარში.

5.ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან დესერტი.

გემრიელად მიირთვით!