სწრაფი ორცხობილა 3 ინგრედიენტისგან. ფქვილის და კარაქის გარეშე – უბრალოდ წარმუდგენელია!

1502

ძალიან გემრიელი ქოქოსის ორცხობილა ფქვილის და კარაქის გარეშე. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. აუცილებლად მოამზადეთ.

ინგრედიენტები

გამოდის – 11 ცალი

  • შაქარი 60-70გ
  • ვანილი
  • ქათმის ცილა 2 ცალი
  • გახეხილი ქოქოსი 200გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ცილა და ათქვიფეთ ამოფუებამდე.
  2. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  3. სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილი.
  4. მიღებული მასა დაახლოებით 5 წუთი ათქვიფეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე.
  5. 2 ეტაპად მოაყარეთ ქოქოსი და კარგად მოურიეთ.
  6. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.
  7. მაგრამ ცომი ძალიან მარტივად ეკრობა ერთმანეთს და შეუძლია ფორმის შენარჩუნება.
  8. ფორმის მისაცემად დაიხმარეთ პატარა ჭურჭელი.
  9. გამოგადგებათ კოვზი ან დესერტის ფორმა.
  10. ჭურჭელი აუცილებლად ამოფინეთ პაკეტით.
  11. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ ორცხობილის ფორმაზე გადატანას.

12.გადაიტანეთ ორცხობილები საცხობ ფორმაზე.

13.გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 15-20 წუთი.

ორცხობილა მზად არის.

გემრიელად მიირთვით!