სწრაფად მოსამზადებელი წვნიანი „ზარმაცებისთვის“ – ქათმის წვნიანი ყველის რულეტით

2369
სწრაფად მოსამზადებელი წვნიანი „ზარმაცებისთვის“ - ქათმის წვნიანი ყველის რულეტით
სწრაფად მოსამზადებელი წვნიანი „ზარმაცებისთვის“ - ქათმის წვნიანი ყველის რულეტით

მუდმივად დაკავებული დიასახლისებისთვის სწრაფად მოსამზადებელი წვნიანი „ზარმაცებისთვის“ ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენს. არანაირი პელმენი, არანაირი გუფთა, ძალიან სწრაფად მზადდება. გემო კი შეუდარებელია. დედა ყოველთვის ასეთ წვნიანს ამზადებდა, როდესაც სამსახურიდან გვიან მოდიოდა. ლამაზ თეფშებზე ასხამდა, ზემოდან არაჟნით და მწვანილით რთავდა. ბავშვობის გემო, სინაზის და მზრუნველობის გემო.

სწრაფი მომზადების წვნიანი

თუ ჯერ კიდევ თავს იმტრევთ იმაზე ფიქრით, რომელი წვნიანი მზადდება სწრაფად, ქათმის წვნიანი ყველის რულეტებით აირჩიეთ. მის მომზადებას კი დღეს გასწავლით.

წვნიანი შეგიძლიათ ახალ ქათმის ბულიონში მოხარშოთ, ან ბულიონის კუბები გამოიყენოთ. ან შეგიძლიათ ბულიონი საერთოდ არ გამოიყენოთ, ხოლო წვნიანი დაჭრილი ხახვით და სტაფილოთი გაამდიდროთ. თუ ყველის რულეტებს წინასწარ მოამზადებთ და გაყინული გექნებათ, წვნიანის მომზადებას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. საერთოდ, ჩაიწერეთ რეცეპტი და ახლობლები პირველი კერძით გააოცეთ.

წვნიანის ინგრედიენტები:

  • 1,5-2 ლ ქათმის ბულიონი
  • 3-4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • შავი წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები რულეტისთვის:

  • 1 კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 1/3 ჩ/კ მარილი
  • 100 გრ რბილი ნაღების ყველი

მომზადება:

1.ყველის რულეტების მომზადება დაიწყეთ. კვერცხი და მარილი ჩანგლით ათქვიფეთ. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.

2.ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ და ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. რულეტი დაახვიეთ და კუთხეები შეაერთეთ. მზა რულეტი დაახლოებით 1 სმ სისქის მცირე ზომის რულეტებად დაჭერით.

3.წვნიანისთვის თქვენ დაგჭირდებათ ქათმის ბულიონი ან 1,5 -2 ლ წყალი და 2 ბულიონის კუბი. წვნიანის მომზადების წინ სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ.

4.ხახვი კუბებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. დაქუცმაცებული ბოსტნეული ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ. თუ წვნიანს წყალზე ამზადებთ, ბოსტნეული მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით.

5.კარტოფილი დაჭერით და ბულიონს დაუმატეთ. მზა ბოსტნეულს რულეტები დაუმატეთ და 5-10 წუთით ხარშეთ (სანამ რულეტები მზად არ იქნება).

6.შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი ბოლოს დაუმატეთ. გემრიელი და არომატული წვნიანი თეფშებზე გადაანაწილეთ და სტუმრები დაპატიჟეთ. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!