სუპერ არომატული და გემრიელი კენკრის ღვეზელი

1387

ამ ღვეზელისთვის შეგიძლიათ კენკროვანი ხილის ნებისმიერი კომბინაცია გამოიყენოთ. მისი საერთო წონა დაახლოებით 1 კილოგრამი უნდა იყოს.

ინგრედიენტები: 

ფირფიტა

  • 400 გ ფქვილი
  • 1/4 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • 1 ჭიქა კარაქი, წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი
  • 6-8 სურფის კოვზი ცივი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი

გულსართი 

  • 2 ჭიქა ცოცხალი ან გაყინული მოცვი
  • 2 ჭიქა ცოცხალი ან გაყინული მოცხარი
  • 2 ჭიქა ცოცხალი ან გაყინული ჟოლო
  • 1/2 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი
  • 1/2 ჩაის კოვზი დანაყილი ჯავზი
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა
  • 1 მოზრდილი კვერცხი
  • მსხვილი (არარაფინირებული) შაქრის ფხვნილი, ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1.  ფქვილი და მარილი კომბაინში მოათავსეთ და შეურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და კარგად  ათქვიფეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ.
  2. დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი წყალი და ღვინის ძმარი და 5-6 წუთის განმავლობაში თქვიფეთ. ცომი თითებით  ასრისეთ, თუ საკმარისად შეკრული არ არის, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალი. 2-3 წუთი ურიეთ და ისევ გასინჯეთ. გამზადებული ცომი ფხვიერი უნდა იყოს.
  3. ცომი გააბრტყელეთ და გამჭვირვალე ცელოფანში შეფუთეთ. მაცივარში შედგით და სულ მცირე, 1 საათით.
  4. ცომს ცელოფანი მოხსენით, გაყავით ორ ნაწილად (ორფენოვანი ღვეზელისთვის) ან ორ მესამედ და ერთ მესამედ  ნაწილებად ზედაპირის გასაფორმებლად). ცომის ერთი ნაწილი (მოზრდილი ნაწილი, თუ ზედაპირის გაფორმება გინდა) გრილ სამუშაო ზედაპირზე (უკეთესია მარმარილოს დაფა) გააბრტყელეთ მრგვლად: სისქე – 3 მმ, დიამეტრი – 33 სმ. სწრაფად იმუშავეთ, რომ ცომი ძალიან არ დარბილდეს. შუაგულიდან თუ გააბრტყელებთ, სადაც ცომი უფრო სქელია, სწორი ზედაპირი  ადვილად  გამოგივათ. დარჩენილი ცომი ცელოფანში ხელახლა შეფუთეთ და გამოყენებამდე მაცივარში  დააბრუნეთ.
  5. ცომი საგლინველაზე გადააფინეთ და ფორმაში  ჩადეთ. ზედაპირი და კიდეები ფრთხილად მოასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს. ზემოდან საგლინველა გადაატარეთ. ცელოფანი დააფარეთ და ნახევარი საათით მაცივარში შედგით.
  6. ელექტროღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე.
  7. საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ მოცვი, მოცხარი, ჟოლო, შაქრის ფხვნილი, ფქვილი, დარიჩინი, ჯავზი და ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ.
  8. გულსართი კოვზით ჩადეთ ცომიან ფორმაში.
  9. ცომი მეორე ნაწილი გააბრტყელეთ, გულსართს ზემოდან დააფარეთ და კიდეები შემოუსწორეთ. ზედმეტი ცომი მოაჭერით და სხვადასხვა ფორმა მიეცით. ბისკვიტის ზედაპირი ცომის ნაჭრებად მორთეთ.
  10. ზედაპირი რამდენიმე ადგილზე დასერეთ, რომ ცხობისას ორთქლი გამოვიდეს. ათქვეფილი კვერცხი ფუნჯით გადაუსვით და შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
  11. გამოაცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში, სანამ ბისკვიტი ოქროსფერს მიიღებს.
  12. სუფრასთან თბილი მიიტანეთ.