სუპერსკრაბი ნაწლავებისთვის: ვსვამ დილით, საღამოს კი მზად ვარ, სასწორი დავკოცნო

1592

გაზაფხული ზაფხული, პლიაჟი ან მოულოდნელი წვეულება… უამრავი მოვლენა შოკში გვაგდებს მოულოდნელობებით. როგორც წესი, მიწურულში აღმოვაჩენთ, რომ საყვარელ კაბაში ვერ ვეტევით, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის გვრცხვენია…

მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, მუდმივად იყოთ ფორმაში, პერიოდულად გაიწმინდოთ ორგანიზმი წიწიბურის სასმელით, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

წიწიბურის სასმელი წონაში კლებისთვის

ეს გემრიელი და სასარგებლო სასმელი წიწიბურის ფქვილისგან მზადდება, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

  • წმენდს სახსრებს და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
  • აჩქარებს და მწყობრში მოჰყავს მეტაბოლიზმი.
  • სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს.
  • გამოჰყავს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, შლაკები და ტოქსინები.
  • ამყარებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს კუნთების ამტანიანობას.

რეცეპტი

დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე უნდა დალიოთ წინა საღამოს მომზადებული სასმელი, რომელიც ორი მარტივი ინგრედიენტისგან შედგება. „გასტრონომია“ მოგითხრობთ მისი მომზადების წესის შესახებ.

 ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. წიწიბურა
  • 1 ჭიქა უცხიმო კეფირი

მომზადება

1. დაფქვით წიწიბურა ყავის საფქვავით.

2. დაასხით კეფირი, მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ წიწიბურის სასმელი 14 დღის განმავლობაში, 1-თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ. დღე-ღამის განმავლობაში სასწაულმოქმედი კოქტეილის წყალობით შესაძლებელია 500 გრ ზედმეტი წონის მოცილება, საჭიროა მხოლოდ რაციონიდან ამოიღოთ ცომეული, ტკბილეული და ალკოჰოლი.

ამ სასარგებლო რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება! გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს!