სტაფილოს სალათი ბოლოკით: ვნანობ, რომ ადრე ა ვიცოდი ამ რეცეპტის შესახებ

2473

სტაფილოს სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. ის უნდა მიირთვა ყოველთვის და დიდი რაოდენობით! ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით რომ გაამდიდროთ, ჩაიწერეთ უგემრიელესი სტაფილოს სალათის რეცეპტი!

დღეს “გასტრონომია” გასწავლით, როგორ მოამზადოთ სტაფილოს სალათი კვერცხით და ბოლოკით. მოამზადეთ ორმაგი ულუფა, რადგან ოჯახის წევრები დამატებას აუცილებლად მოგთხოვენ!

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 100 გრ ბოლოკი
  • 0,3 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. მაიონეზი ან არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ სტაფილო, გახეხეთ და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ მარილი და ხმელი სუნელი.

2. სანამ სტაფილო ითუშება, მოხარშეთ კვერცხი.

3. დაჭერით სიგრძეზე თხლად ბოლოკი.

4. შეურიეთ სტაფილო, ბოლოკი და მაიონეზი. მოათავსეთ სალათი თეფშის ცენტრში.

5. გაჭერით კვერცხი ოთხად და განალაგეთ თეფშზე პროპორციულად. ყოველ ნაჭერს მოასხით ცოტაოდენი მაიონეზი.

6. მორთეთ სალათი დაჭრილი მწვანილით. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს!