სპაგეტი ხორცის ფარშში – დაატრიელეთ იტალიური არომატები თქვენს სამზარეულოში.

857

პასტა – იტალიის სიამაყეა, მაგრამ მას მთელს მსოფლიოში ამზადებენ. ახლა ეს კერძი ნებისმიერ რესტორნის პრესტიჟული სავიზიტო ბარათია. მისი მომზადების უამრავი ვარიანტი და ვარიაცია არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ რათქმაუნდა საუკეთესოს შემოგთავაზებთ.

ჩვენ ამ კერძს”ბაბუს ულვაშები” დავარქვით. მაკარონით და ფარშით საოცარი კერძების შექმნა შეიძლება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 500გ
  • როზმარინი 1 სუფრის კოვზი
  • პაპრიკა 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • პომიდვრის სოუსი 600მლ
  • ნიორი 2 კბილი
  • ხახვი 1 ცალი
  • ბექონდარა 1 სუფრის კოვზი
  • წითელი დაფქული წიწაკა 1 სუფრის კოვზი ორეგანო
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • სპაგეტი 300გ
  • წითელი ღვინო 300მლ
  • მოხარელა 250გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. ფარშს დაუმატეთ პაპრიკა, წითელი წიწაკა, ბექონდარა, ორეგანო, შავი წიწაკა და მარილი. მოზილეთ ხელით.
  2. ფარშს მიეცით კატლეტის ფორმა და ზემოდან მჭიდროდ შემოაკარით მეოთხედ მაკარონს.
  3. შეწვით ტაფაზე, შემდეგ მოათავსეთ ღრმა საცხობ ფრომაში. იმავე ზეთში მოთუშეთ ხახავი და ბულგარული წიწაკა. ბოსტნეული მოათავსეთ სპაგეტისთან ერთად.
  4. ფარშს მოასხით ღვინო და დაფარეთ პომიდვრის სოუსით ისე, რომთ თითქმის ფარავდეს კერძს. მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!