სპაგეტი გუფთით ძალზე ნოყიერი კერძია და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ

1732
Original Italian spaghetti with meatballs in tomato sauce

ეს ორიგინალური რეცეპტი სამხრეთ იტალიიდან  უნდა იყოს. თუმცა, დღეს იგი იტალიის გარეთ უფრო პოპულარულია. კერძი ძალზე ნოყიერია, სადილად მშვენიერია და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ძროხის მჭლე ხორცი, გატარებული
  • 2 ს.კ. ოხრახუში
  • 60 გ სალიამი
  • 60 გ ყველი პარმეზანი
  • 3 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1 კვერცხი
  • 60 გ კარაქი
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. რეჰანი
  • 1 ჩ.კ. ხმელი თავშავა
  • 400 გ  (2 ქილა) წვნიანი
  • პამიდორი
  • 120 მლ საქონლის ბულიონი
  • 120 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 500 გ სპაგეტი

მომზადების წესი: 

  1. ძროხის ხორცი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სალიამი, ახალგახეხილი პარმეზანი და 1 ს.კ. ტომატ-პასტა ჯამში კარგად აურიეთ, დაახალეთ კვერცხი. მოზილეთ და კაკლის ზომის ბურთულები გააკეთეთ.
  2. დიდ ტაფაში დაბალ ცეცხლზე 2 ს.კ. კარაქი გაადნეთ, შიგ გუფთები ჩააწყვეთ და შეწვით.
  3. წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი და ხმელი თავშავაც მორჩენილ კარაქში, საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. დაუმატეთ ტომატ-პასტა, საქონლის ბულიონი, ღვინო და შაქარი. ადუღეთ დაახლოებით 30 წთ, მოკლებამდე.
  4. სპაგეტი ბოლომდე არ მოხარშოთ.
  5. გუფთები საწებელში ჩაალაგეთ და გააცხელეთ. სუფრაზე სპაგეტისთან ერთად, ცხელი მიიტანეთ.