სოკოს კრემ-სუპი ჯეიმი ოლევერისგან, რომლის გემოც აღგაფრთოვანებთ

1738

ამბავი, ჯეიმი ორივერის შესახებ, ალბათ ყველასთვის ცნობილია. ბრიტანელი შეფ-მზარეული, სატელევიზიო შოუს წამყვანი, კულინარიის სპეციალისტი და რესტორნის მფლობელი, უკვე დიდი ხანია მთელს მსოფლიოში დიასახლისების გულებს იპყრობს.
მისი მომზადებული თითოეული კერძი მსუბუქი, ჯანსაღი და ორიგინალურია. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ სოკოს კრემ სუპის რეცეპტს, რომლითაც ჯეიმი ოლივერი ამზადებს.

მასალები:

  • სოკო ,,შამპინიონი” – 600 გ
  • ხახვი – 1 ც.
  • ნიახური – 2 ც.
  • ნიორი – 3 კბილი.
  • კრემი – 100 მლ
  • ქათმის ბულიონი – 1,5 ლ
  • ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.
  • ოხრახუში, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:
1. მოამზადეთ ქათმის ბულიონი. დაჭერით სოკო, ოხრახუში, ნიახური დაუმატეთ ნიორი და ხახვი.

2. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ყველა დაჭრილი ბოსტნეული, მწვანილი და სოკო. შემდეგ
გაზს დაუწიეთ და დანარჩენი დაუმატეთ მანამ, სანამ არ დარბილდებიან.

3. ჩაასხით ბულიონი ტაფაში, შეურიეთ კარგად და დატოვეთ ცეცხლზე. ცეცხლი ძალიან სუსტი უნდა იყოს და წვნიანი გააჩერეთ 15-20 წუთით. დაამატე მარილი, წიწაკა, და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული მასა ჩაასხით კრემში, და კვლავ დადგით ცეცხლზე, როდესაც ადუღდება და გადმოდგით ღუმელი დ დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 10-15 წუთით.

დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ მწვანილები და გემრიელად მიირთვით.
ამ კერძთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილის გარნირი ან ქათმის ფილე. მოაწყვეთ იდეალური საღამო, დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები და გაუზიარეთ გემრიელი რეცეპტები.