სოიოს ხორცი ამ მეთოდით მომზადებული ძალიან გემრიელია – სცადეთ !

1117

ბევრი ცდილობს, რომ შეამციროს ხორცის რაოდენობა რაციონში. ზოგი ჯანმრთელობის პრობლემის გამო აკეთებს ამას. ხორცის სწორად მომზადება სამწუხაროდ ბევრმა არ იცის. განსაკუთრებით უჭირთ დამწყებ დიასახლისებს.

დღეს ჩვენ სოიოს ხორცის მომზადებას გასწავლით!

სოიოს გულდასმით ფქვავენ, რათა მიიღონ ტექსტურატი. შემდეგ ხარშავენ და აგრილებენ. ხანდახან სოიოს ზეთს უმატებენ. ასე მეტად გემრიელი გამოდის.

რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოიოს ხორცს უბრალო ხორცთან შედარებით? ვეგეტარიანულ ვარიანტში გაცილებით მეტი ცილაა, მაგალითად ქათმის ფილესთან შედარებით. არ არის აუუცილებელი სოიოთი თქვენს რაციონში ხორცის 100% ჩაანაცვლოთ. ეს პროდუქტი მარხვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რათა მივიღოთ ყველა სასარგებლო ელემენტი, როცა ვიკვებებით სოიოს ხორცით. ამისათვის საჭიროა რძის პროდუქტების მოხმარებაც. ასევე აუცილებლად უნდა მივირთვათ კვერცხი.

როგორ მოვამზადოთ სოიოს გულაში? ელემენტარულია!

ინგრედიენტები

  • 300გ სოიოს ხორცი
  • 500მლ ცხელი წყალი
  • სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მარილი
  • წიწაკა
  • ხმელი სუნელი
  • კაკალი ქინძი

მომზადება

1.მშრალი სოიო დაალბეთ ცხელ წყალში 30 წუთი. მზადების პროცესის კონტროლი არ არის რთული: გაჭრით შუაზე სოიო და დარწმუნდით, რომ შიგნით არ დარჩა სიმშრალე.

2.ამ ნახევარ საათში მომზადეთ ბოსტენული. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით. დააქუცმაცეთ წიწაკა. მრგვლად დაჭერით ხახვი.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოთუშეთ სტაფილო, დაუმატეთ წიწაკა და ხახვი. მოასხით ცოტა წყალი.

4.გადაასხით წყალი, რომელშიც ამოფუვდა სოიოს ხორცი. კარგად გარეცხეთ სოიო.

5.გამოწურეთ ხორცი და დაუმატეთ ბოსტნეულს. მოაყარეთ საყვარელი სანელებლები და ნიორი. მოასხით ცოტა სოიოს სოუსი.

გემრიელად მიირთვით!