სკუმბრიის რულეტი ბოსტნეულით

879

რეცეპტი მათთვის ვინც არ უშვებს ხელიდან საკოლეციო სადრესასწაულო კერძების რეცეპტებს. სკუმბრიის რულეტი ეს არის უნივერსალური კერძი, რომელიც დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას. ის შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც მთავარ ცხელ და ასევე ცივ კერძად.

რულეტის მოსამზადებლად აირჩიეთ დიდი თევზი: მზა კერძი გამოვა ლამაზი და მისი დაჭრა შედარებით მარტივი იქნება. სკუმბრია არ საჭიროებს დამარილებას, რადგან მარილის ნაცვლად ჩვენ გამოვიყენებთ სოიოს სოუსს, რომელიც თავისებურად მარილიანია.

იდეა ჩვენი რედაქციისაგან: თევზის ფილეს სოიოს სოუსის ნაცვლად შეგიძლიათ წაუსვათ მდოგვი, რომელიც თევზს შესძენს პიკანტურ და სასიამოვნოდ მწარე გემოს.

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 800გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • სტაფილო 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში
  • მზესუმზირის ზეთი 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გაალღვეთ თევზი, ზურგის ფარფლთან ჩაჭერით გრძლად, მუცელი დატოვეთ მთელი. მოაშორეთ შიგნეულობა, თავი და ძვლები. მიღებულ ფილეს დაასხით ლიმონის წვენი და სოიოს სოუსი, დატოვეთ 20 წუთი.

2.გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით წვრილ რგოლებად, ბულგარული წიწაკა – ზოლებად. ბოსტნეული გადაიტანეთ ცხელ, მცენარეული ზეთით დამუშავებულ ტაფაზე, დაამარილეთ და მოაყარეთ წიწაკა გემოვნებით. შეწვით სანახევროდ.

3.შემწვარი ბოსტნეული დაალაგეთ თევზის ფილეზე, მოაყარეთ დაფქული ოხრახუში, შეავსეთ შიგთავსი კოვზით, ფილეს მიეცით რულეტის ფორმა.

4.რულეტი გადაიტანეთ 2 ფა კარაქით დამუშავებულ ფოლგაზე. შეაერთეთ ფოლგის ბოლოები, შეახვიეთ კამფეტისებურად.

5.რულეტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

შეუძლებელია სუფრასთან ვინმემ უარი თქვას ამ საოცარ კერძზე. მოამზადეთ და გაახარეთ ახლობლები. გემრიელად მიირთვით!