სკუმბრია ბულიონში

1141

დაკონსერვებულ სკუმბრიაზე ვგიჟდები, მაგრამ ნაყიდს სიმართლე გითხრათ არ ვენდობი. ამიტომაც გადავწვიტე მისი სახლში მომზადება!

ამ კერძის მოსამზადებლად, ჩვენ დაგვჭირდება შუშის ქილები მჭიდრო თავსაფრებით. ამ რეცეპტის მიხედვით უნდა მივიღოთ 4  ქილა.

ინგრედიენტები

  • 3კგ სკუმბრია
  • 1 ჩაის კოვზი მარილი თითოეულ ქილაზე
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი თითოეულ ქილაზე
  • ბულიონისთვის 1ლ წყალზე კუდი და თავი გარჩევის შემდეგ
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • 3 ცალი სურნელოვანი წიწაკა
  • 5 ცალი შავი წიწაკის მარცვალი
  • ხახვი
  • მარილი

მომზადება

1.სკუმბრია გაასუფთავეთ და გამოშიგნეთ. თავი და კუდი მოათავსეთ ცალკე. თევზი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაჭერით.

2.ბულიონი მზადდება ასე: გარეცხეთ თევზის თავი, მოაშორეთ ლაყუჩები, ჩაალაგეთ კუდთან ერთად ღრმა ქვაბში, დაუმატეთ წიწაკა, ხახვი და დანარჩენი ინგრედიენტები, მოასხით ცივი წყალი. ადუღებისთანავე ხარშეთ ბულიონი 40 წუთი.

3.სანამ ბულიონი იხარშება, თევზით ამოავსეთ ქილები. დაალაგეთ ფენებად ისე, რომ თევზი ძალიან არ მოიჭყლიტოს.

4.თითოეულ ქილაში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, ჩაასხით 2 სუფრისკოვზი ზეთი. მოასხით თბილი ბულიონი. მთავარია მთელი ქილა აივსოს.

5.მჭიდროდ დააფარეთ თავსაფარი. ქილებს უნდა გავუკეთოთ სტერილიზაცია. მოათავსეთ ისინი ღრმა ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ 3-4 სმ დაფაროს ქილები. როცა წყალი ადუღდება, უნდა დაინიშნოთ 5 საათი – სწორედ ამდენი დროს სჭირდება. 5 საათის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დაელოდთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!