სერბული აივარი – ზამთრის სეზონის აუცილებელი ელემენტი, ამ არომატის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია

1366

აივარი – ბალკანური სამზარეულოს სიამაყეა. სერბები, ხორვატები და მაკედონელებიც თავიანთ ტრადიციულ კერძად აღიარებენ.

აივარი – გამოდგება სოუსად, გარნირად და უბრალოდ სენდვიჩების შიგთავსადაც.

აივარს ყევა თავისებურად ამზადებს, ამიტომაც მისი მრავალი ვარიაცია არსებობს.

ინგრედიენტები

  • 3კგ წითელი წიწაკა
  • 2 ხახვი
  • 10 კბილი ნიორი
  • 1 ცალი წიწაკა ჩილი
  • 250მლ მცენარეული უსუნო ზეთი
  • 100მლ ვაშლის ძმარი ან 1/2 ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ წიწაკა, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.
  2. შემწვარი წიწაკა მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში, დააფიქსირეთ ბოლოები და მოხარშეთ რამდენიმე წუთი. ამ მეთოდის მას ქერქი ადვილად მოშორდება.
  3. ხახვი დაჭერით მრგვად და მოთუშეთ ზეთში.
  4. ხახვი, ნიორი, ჩილი, და წითელი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული მასა მოათავსეთ დიდ ქვაბში, ჩაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოათავსეთ ცეცხლზე.
  5. ადუღების შემდეგ ხარშეთ დამატებით 10 წუთი, შემდეგ დააგემოვნეთ, დაუმატეთ ძმარი ან ლიმონის წვენი. ისევ წამოადუღეთ, გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!