სახლში მომზადებული უნაზესი ნაყინი – ბისკვიტით და შესქელებული რძით

632

ცხელი ზაფხული ნაყინის გამო მიყვარს. ბავშვები უბრალოდ გიჟდებიან ჩემს მომზადებულ ნაყინზე. მაღაზიაში ნაყიდ ნაყინს დიდად არ ვენდობი, მინდა ჩემმა შვილებმა ნატურალურად სუფთა პროდუქტი მიირთვან.

გადავწყვიტე ბისკვიტის, ნაღების და შესქელებული რძის მიქსი გამეკეთებინა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი შედეგით. რაც მთავარი არანაერ დანამატს არ შეიცავს.

ინგრედიენტები

  • ნაღები 500მლ
  • შესქელებული რძე 380გ
  • ბისკვიტი 2 ცალი

მომზადება

1.ათვიფეთ ცივი ნაღები (33-35%) შესქელებამდე.

2.დაუმატეთ შესქელებული რძე და ისევ ათქვიფეთ დაახლოებით 20 წამი.

3.ბისკვიტი მოათავსეთ საკონდიტრო რკალში, პერგამენტით დაფარეთ გვერდები.

4.ზემოდან დაასხით ნაღების მასა და დააფარეთ მეორე ბისკვიტი. შეინახეთ მაცივარში 5 საათი.

5.დილით მოხსენით რკალი და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!