სახლში მომზადებული პელმენი რძეზე კვერცხის გარეშე

541

სახლში მომზადებულ კერძებს არაფერი არ ჯობია. გემრიელი, სასარგებლო და ძალიან არომატული ვახშმის მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

დღეს ჩვენ პელმენს მოვამზადებთ!

ცომს რძეზე მოვამზადებთ კვერცხის გარეშე. გარწმუნებთ, რომ არცერთი პელმენი არ გაიხლიჩება.

ინგრედიენტები

  • 350გ ფქვილი
  • 200მლ რძე
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 230გ საქონლის ფარში
  • 230გ ღორის ფარში
  • 2 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაცერით ფქვილი ღღმა ჯამში. გააცხელეთ რძე და ჩაასხით ცალკე ჯამში, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ ცომი ხელით. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.

2.მოვამზადოთ შიგთავსი. დააქუცმაცეთ ფარში ხახვთან ერთად. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ თხლად.

4.მოამზადეთ ფორმა, ჩაის კოვზით მოათავსეთ შიგთავსი ჩაის კოვზით.

5.ახლა გააბრტყელეთ მეორე ცომის ნაწილი და დააფარეთ ზემოდან. დაჭყლიტეთ ფორმით რამდენიმეჯერ.

6.მოხარშეთ მარილიან წყალში 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!