სახლშ გამომცხვარი პური ყოველთვის ნაყიდზე გემრიელია.
ბებია სოფელში ყოველთვის აცხობდა ამ გემრიელობას და ბავშვებს გვახარებდა. დღმდე მახსოვს მისი გემო და არომატი.

ინგრედიენტები
- 6 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 2 ჩაის კოვზი მარილი
- 1 შეკვრა საფუარი
- 3-3,5 ჭიქა ცივი წყალი
მომზადება
1.გაცერით ფქვილი ღრმა ჯამში. დაუმატეთ მარილი, საფუარი და მოურიეთ.

2.დაუმატეთ ცივი წყალი. ისევ მოურიეთ და მოზილეთ ცოი. დატოვეთ 10-12 საათი ამოსაფუებლად.

3.ცომს მოაყარეთ ფქვილი, მაგრამ არ ჩაზილოთ, მიეცით კონვერტის ფორმა. ფორმას წაუსვით ზეთი.

4.გამოაცხეთ 170-180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!







