საშრობი ბოსტნეულისთვის და ხილისთვის

26

ადრე ბაბუაჩემი ვაშლს ცხაურზე აშრობდა,ახლაც მახსოვს ეს საოცარი გემო… ახლა კი თანამედროვე სამყაროში ამდენი წვალება აღარ არის საჭირო.

ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა მოვიმარაგოთ ზამთრისთვის. რაღაცეებს დააკონსერვებთ, ხოლო რაღაცეებს კი გამოაშრობთ. ამ ამოცანას ყველაზე უკეთ სპეციალური საშრობის დახმარებით გაუმკლავდებით. მათ მცირე დროის მონაკვეთში დიდი რაოდენობით ხილის გამოშრობა შეუძლიათ.

მოწყობილობის არჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ფირმას და მის სახელგანთქმულობას.

საშრობების ტოპ 5

Oberhof Fruchttrockner В-53 ეს გერმანელი გიგანტი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მას ტურალური იოგურტის მომზადებაც კი შეუძლია. მისი სისტემის დამსახურებით ის პროდუქტს უნარჩუნებს ვიტამინებს და სასარგებლო ნივთიერებებს.

სენსორული პანელით შეგიძლიათ მართოთ და დაარეგულიროთ მისი მუშაობა.

ამ მოწყობილობას საკმაოდ კარგი უსაფრთხოების სისტემა აქვს. ის იცავს თავის თავს გადახურებისგან. მისი გარეცხვა და მოხმარება უმარტივესია.

Garlyn D-08

ძალიან ეფექტური და კომფორტული მოწყობილობაა. მას შეუძლია პროდუქტის 3 დან 32 საათამდე შრობა.

ის შედგება 8 ფირფიტისგან, რომელიც გამჭირვალე პლასტმასისგან არის დამზადებული. ეს გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ შრობის პროცესი. ამ მოწყობილობასაც შეუძლია იოგურტის მომზადება. ის პროდუქტს ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს.

5 ღილაკისგან შემდგარი პანელით ეს მოწყობილობა გასაოცრად მარტივი სამართავი ხდება. ის გვაძლევს მწვანილის და კენკრის გამოშრობის საშუალებას. მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ჰაერის თანაბრად გამანაწილებელი.

Marta MT-1956

ძალიან ტევადი მოდელი 9 დონით. მას ტემპერატურის კონტროლის სპეციალური რეჟიმი აქვს. მისი წყალობით ნებისმიერი პროდუქტი თანაბრად მზადდება.

ამ მოწყობილობაში შეგიძლიათ თევზის და ხორცის მომზადება. პლასტმასის ნაწილები იდეალურად უძლებს მაღალ ტემპერატურას. ამასთანავე პროდუქტის გემო რჩება უცვლელი.

მარტივად შეგიძლიათ დაარეგულიროთ მისი მუშაობის პროცესი. საშრობი მუშაობს საკმაოდ ჩუმად. ამასთანავე მინიმალურ ენერგიას მოიხმარს.

Kitfort KT-1908

იდეალური ვარიანტია ვისაც ბევრი პროდუქტის ერთად მომზადება უყვარს. კომპლექტში შედის 9 ფირფიტა, რომელიც უჟანგავი მეტალისგან არის დამზადებული. ჰაერი მოწყობილობაში ჰორიზონტალურად მოძრაობს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ არომატები ერთმანეთს არ შეერევა.

ტაიმერი საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ დრო. მოწყობილობა გადახურების შემთხვევაში თავად წყვეტს მუშაობას.