საშობაო ჭანარი ჩეხურად. სულ რაღაც 40 წუთში ვამზადებ

2107

ყოველ ქვეყანას თავისი საშობაო ტრადიციები აქვს. მაგალითად, ჩეხეთში საშობაო ჭანარს ამზადებენ. ასეთი ტრადიცია მე-19 საუკუნეში გაჩნდა, ადგილობრივებს სწამდათ, რომ ჭანარს ოცნებების ასრულება შეუძლია. დროთა განმავლობაში, ჭანარის მომზადების რეცეპტი უნგრეთში, ავსტრიაში და გერმანიის სამხრეთში გახდა პოპულარული. ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავრთოთ ეს შესანიშნავი კერძი სადღესასწაულო მენიუში.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ჭანარი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 80-100 გრ კარაქი
  • თევზის სუნელები გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაასუფთავეთ თევზი, ოღონდ თავები არ მოაჭრათ. გარეცხეთ და გაამშრალეთ.

2. დაჭერით ხახვი და სოკო. მოთუშეთ ხახვი 40-50 გრ კარაქში, დაამატეთ სოკო და მოამზადეთ 7 წუთის განმავლობაში. დარჩენილი კარაქი ცალკე დაადნეთ.

3. წაუსვით თევზს მარილი, პილპილი და სუნელები. დააწურეთ ერთი ლიმონი, შემდეგ წაუსვით მდნარი კარაქი.

4. დატენეთ თევზი სოკოსა და ხახვის შიგთავსით, კარგად დაამაგრეთ.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, წაუსვით კარაქი, მოათავსეთ თევზი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. დროდადრო მოასხით ცხიმი, რომელსაც თევზი გამოჰყოფს.

გადმოიღეთ თევზი ბრტყელ თეფშზე, მორთეთ დაჭრილი ლიმონით და მიირთვით თეთრ ღვინოსთან. მოამზადეთ რაიმე სადღესასწაულო სალათი და დატკბით საშობაო ჭანარით მეგობრებთან ერთად!