საშინაო ჩებურეკის რეცეპტი

1840

ჩებურეკი პოპულარული ქუჩის საჭმელია, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და თქვენ შეგიძლიათ იგი საშინაო პირობებში მოამზადოთ.

გემრიელი საშინაო ჩებურეკი

ჩებურეკის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ცომის მომზადება ძალიან ადვილია. მასში მთავარი არა ინგრედიენტები, არამედ ცომის მაქსიმალურად თხელი ფენაა.

ყველაზე გემრიელია საშინაო ჩებურეკი ხორცის შიგთავსით, თუმცა დღეს ჩვენ მას გოგრის შიგთავსით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 750 გრ ფქვილი
  • 250 მლ წყალი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 800 გრ გოგრა
  • 1 ც ხახვი
  •  3 კბილი ნიორი
  • შავი პილპილი
  • ქინძი

მომზადების წესი

1. თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მდუღარე წყალი, მარილი და ზეთი. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ ნახევარი საათით.

2. დაჭერით გოგრა კუბებად, ხახვი და ნიორი კი წვრილად დაჭერით. შეწვით ხახვი და დაუმატეთ გოგრა, დაასხით ცოტაოდენი წყალი და მოთუშეთ, სანამ გოგრა არ დარბილდება. სულ ბოლოს დაუმატეთ პილპილი, მარილი, ქინძი და ნიორი.

3. გაყავით ცომი 14 თანაბარ ნაწილად და თითოეული კარგად გაიყვანეთ. ერთ ფენაზე მოათავსეთ შიგთავსი, მეორე კი ზემოდან გადააფარეთ და კუთხეები კარგად შეაწებეთ.

4. ტაფაზე კარგად გააცხელეთ მცენარეული ზეთი. ჩებურეკი შეწვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხარეს. შემწვარი ჩებურეკი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელი ჩებურეკი მზადაა. გაუმასპინძლდით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. გემრიელად მიირთვით!