ყაყაჩოს საშემოდგომო ნამცხვარი, რომელიც ყველა ტკბილეულის მოყვარულს მოსწონს

764

მარტივი ნამცხვარი ყაყაჩოთი, რომლის რეცეპტი უკრაინიდან ჩამოვიტანე.

უკაინაში მას ყველა დიასახლისი ამზადებს. ჩემებსაც მოვუმზადე და ძალიან მოეწონათ.

მისი ცხობისას სამზარეულოში საოცარი არომატები ტრიალებს, თავი ნამდვილი კონდიტერი მგონია.

მისი მომზადება მარტივია, ამიტომ ბავშვები ძალიან ხშირად ერთვებიან ამ საქმეში.

მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები კორჟისთვის

  • 250გ მარგარინი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები ყაყაჩოს მასისთვის

  • 250გ მზა ყაყაჩო
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 1,5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100გ კარაქი

ინგრედიენტები ქოქოსის მასისთვის

  • 6 კვერცხის ცილა (ატქვეფილი შაქართან ერთად)
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 200გ გახეხილი ქოქოსი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი

ინგერდიენტები კრემისთვის

  • 6 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 300მლ რძე
  • 400გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი

მარტივი ყაყაჩოს ნამცხვარი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. მარგარინს დაუმატეთ შაქარი, კაკაო, ფქვილი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. ის უნდა იყოს საკმაოდ სქელი. გაყავით 6 ნაწილად და 3 ნაწილი მოათავსეთ მაცივარში, ხოლო დანარჩენი 3 გაყინეთ საყინულეში.

2.სანამ ცომი მაცივარშია, მოამზადეთ ყაყაჩოს და ქოქოსის მასა. ყაყაჩოსთვის უბრალოდ შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი, ქოქოსისთვის ათქვიფეთ ცილა შაქართან ერთად და შემდეგ შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.

3.კრემი მზადდება ასე: ათქვიფეთ გული, შაქარი, რძე, ფქვილი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, შემდეგ დაუმატეთ კარაქი.

4.მაცივრიდან გამოიტანეთ ცომის ერთი ნაწილი და გააბრტყელეთ, წაუსვით ყაყაჩოს მასა, შემდეგ ქოქოსის, ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ცომი.

5.კორჟები მოათავსეთ 15-20 წუთი ღუმელში 180 გრადუსზე. ამ მეთოდით გამოაცხეთ 3 კორჟი. გაგრილებულ ფირფიტებს წაუსვით კრემი და ააწყეთ დესერტი. დაასვენეთ 6 საათი.

გემრიელად მიირთვით!