საფუარის ფუნთუშები „ტოროლა“: დეტალური რეცეპტი

606

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი ფუნთუშების „ტოროლას“ რეცეპტს საფუარის ცომით. ცომეული მშვიდობის და გაზაფხულის სიმბოლოა. მოდით, ერთად გავფანტოთ საყვარელი ჩიტები, რომ მათთან ერთად სხვებს იმედი და რწმენა გავუზიაროთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გ ხორბლის ფქვილი
  • 380 მლ რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 10 გ საფუარი
  • 150 გ შაქარი
  • 18 ცალი ქიშმიში
  • 120 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 15 გ ვანილი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ყველა პროდუქტი მაგიდაზე დააწყვეთ და დროებით დატოვეთ. ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. კარაქი მაცივრიდან სხვა პროდუქტებზე ადრე გამოიღეთ, რადგან დარბილება უნდა მოასწროს. რძის ნაწილი შეათბეთ და მშრალი საფუარი აურიეთ. მეორე ნაწილ რძეს შაქარი და მარილი აურიეთ. ვანილი დაუმატეთ და გახსნამდე აურიეთ.

2. ხორბლის ფქვილი გაცერით და ღრმა თასში ჩაყარეთ. ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ და შაქრიანი რძე ჩაასხით. 1 კვერცხი, რბილი კარაქი, საფუარის და რძის ნარევი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, ზედმეტად მაგარი არ უნდა იყოს.

3. ცომი ზეთწასმულ ჭურჭელში გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ. დაელოდეთ, სანამ მოცულობაში 3-ჯერ გაიზრდება. დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი დასჭირდება.

4. ამოსული ცომი ძეხვივით დაამრგვალეთ. 14 თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული ზუსტად 100 გრამი უნდა იყოს. ახლა თითოეულიდან ბურთები გააკეთეთ. პარკი და პირსახოცი დააფარეთ. 15-20 წუთით ამოსასვლელად გააჩერეთ.

5. თითოეული ცომის ბურთიდან დაგრეხილი თოკი გააკეთეთ. ხელით ისე გააბრტყელეთ, რომ ბოლოები უფრო სქელი იყოს. ახლა ცომი მსუბუქად გაკვანძეთ. ერთი ბოლოდან ნისკარტი გააკეთეთ, მეორე ბოლოდან კუდი. ტოროლას ნისკარტიც და კუდიც მაკრატლით გაჭერით.

6. ახლა კბილის ჩხირი აიღეთ, ერთი ბოლო კვერცხის გულში ამოავლეთ. თვალისთვის ნახვრეტი გააკეთეთ და მასში ქიშმიში ჩადეთ.

7. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და საყვარელი ჩიტები დააწყვეთ. ზემოდან პირსახოცი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ, რომ ტოროლები ცოტათი გაიზარდოს.

8. ახლა ჩიტებს დარჩენილი კვერცხის გული წაუსვით და 180 გრადუსზე აცხვეთ. როცა ფუნთუშები ლამაზად შეწითლდება, ღუმელიდან გამოიღეთ და თეფშზე გადაიტანეთ.

ოჯახის წევრებს და მეგობრებს გაუმასპინძლდით. დაე, სიხარული და ნანატრი თავისუფლება მოგანიჭოთ. გემრიელად მიირთვით!