საუცხოო პელმენები შეხვევის გარეშე: მოხერხებული, სწრაფი და ახლებურად გემრიელი

1596

როგორც წესი, პელმენების მოსახვევად დიასახლისებს მთელი დღე სჭირდებათ და საქმეში მთელი ოჯახი ერთვება, რაც სახალისოა, მაგრამ ყოველთვის არ არის საამისო დრო. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ გემრიელი პელმენები მოგვინდა, მაღაზიის კი არ მოგვწონს?

გამოსავალი არის! გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი კერძის მარტივ ვარიანტს: ღია პელმენები, რომლებიც სწრაფად მზადდება. საჭიროა მხოლოდ ცომის მოზელვა, ფარშისგან ბურთულების შექმნა და ლოდინი, როდის მომზადდება გემრიელი პელმენები. სცადეთ ეს არაბანალური ვარიანტი და აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 300 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 500 გრ ფქვილი
  • 450 გრ ღორის ფარში
  • 3 ც ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. ტომატის პასტა
  • 1 ც სტაფილო
  • შაქარი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაცრილი ფქვილი ჩააღრმავეთ, დაუმატეთ მარილი, 300 მლ ადუღებული წყალი, მოურიეთ, დაუმატეთ ზეთი, მოზილეთ ცომი და გააცივეთ.

2. მოაყარეთ სამუშაო მაგიდაზე ფქვილი, დაამუშავეთ ცომი, შეახვიეთ პოლიეთილენში და დატოვეთ 15 წთ.

3. გათალეთ და დაჭერით წვრილად 2 ც ხახვი და 1 ც სტაფილო, მოთუშეთ ღრმა ტაფაში.

4. დააბლენდერეთ 1 ც ხახვი და ნიორი, დაუმატეთ ფარშში მარილთან და პილპილთან. კარგად მოურიეთ.

5. დაყავით ცომი 3 ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით სპირალებად დანით.

6. მთელ სიგრძეზე მოათავსეთ ფარშის ბურთულები ერთმანეთისგან 1 სმ დაშორებით. ბურთულებს შორის ცომი შეკარით.

7. ფრთხილად მოათავსეთ პელმენები მოთუშულ ბოსტნეულზე.

8. მოამზადეთ მოსასხმელი: გახსენით ტომატის პასტა 2 ს.კ. მდუღარე წყალში, დაუმატეთ შაქარი და მარილი, მოასხით პელმენებს მიღებული მასა.

9. მოამზადეთ კერძი ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმაბლობაში წამოდუღების შემდეგ, დააფარეთ თავსახური.

ოდნავ გააცივეთ პელმენები და გემრიელად მიირთვით. ასეთ გემრიელობას გვერდს ვერავინ აულვის! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!