საუკეთესო ცომი პიცისთვის, რომელსაც არ სჭირდება მოზელვა

1362

ამ ტექნოლოგიით მომზადებულ ცომს არ სჭირდება მოზელვა. ამ ხერხს “გაზელი და დაალაგე” ჰქვია.

ნებისმიერი პიცა ამ მეთოდით გამოდის დაუვიწყარი. ცომი რბილი და ჰაეროვანია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 340გ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • თბილი წყალი 240გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ტომატ პასტა 2 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • იტალიური სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • შიგთავსი ნებისმიერი

მომზადება

1.თავდაპირველად გავააქტიუროთ საფუარი.

2.ჭიქაში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ საფუარი და შაქარი.

3.მოურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.

4.ფქვილს დაუმატეთ მარილი და მოასხით გახსნილი საფუარი.

5.მოურიეთ ისე, რომ არ დარჩეს გაუხსნელი ნაწილაკები.

6.დაამუშავეთ ხის დაფა და მასზე მოათავსეთ ცომი.

7.ხელი დაისველეთ წყლით და დაფის მთელს ედაპირზე გაწელეთ ცმი.

8.პერიოდულად დაისველეთ ეხლები, ოთხივე მხარე მოათავსეთ ცენტრი, რათა მიიღოთ ოთხკუთხედი.

9.ცომი გადმოაბრუნეთ და მოათვსეთ ჯამში.

10.ჯამს გადააფარეთ პაკეტი და დატოვეთ 20 წუთი თბილ ადგილას, რათა ამოფუვდეს.

11.დროის გასვლის შემდეგ გაიმეორეთ ცომის გაწელვის იგივე პროცედურა.

12.არ დაგავიწყდეთ ხელებზე ზეთის წასმა. ისევ გადმოაბრუნეთ და დატოვეთ 20 წუთი.

13.მესამეჯერაც იგივე გაიმეორეთ და ამის შემდეგ მთელი ღამით მოათავსეთ ცომი მაცივარში.

14.მეორე დღეს ისევ დაისველეთ ხელები და ფრთხილად გაწელეთ ცომი.

15.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით ან წაუსვით ზეთი.

16.ცომი გადაიტანეთ ფორმაზე და დატოვეთ 1 საათი.

17.ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ სოუსი და შიგთავსი.

18.სოუსი: 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მაიონეზი და 1 ჩის კოვზი იტალიური სანელებლები.

19.შიგთავსი: შებოლილი ძეხვი (150გ) და გახეხილი მოცარელა (200გ).

20.ცომს წაუსვით სოუსი და დაალაგეთ შიგთავსისთვის გამზადებული ინგრედიენტები. ზემოდან მოაყარეთ ყველი.

21.გამოაცვხეთ 220 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!