სარესტორნო პიცის საიდუმლო რეცეპტი – არ გამოტოვოთ!

102

სარესტორნო ხარისხის პიცის მომზადება მარტივი საქმე არ არის. უმეტესობა რეცეპტს არ ახმოვანებს და საიდუმლოდ ინახავს. მაგრამ ჩვენმა რედაქციამ შეძლო და ამ საიდუმოლს ფარდა ახადა. დიახ, დღეს ზუსტად სარესტორნო პიცის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • რძე 200მლ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • საფუარი 10გ
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • ლორი 150გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ყველი 150გ
  • პომიდვრის სოუსი გემოვნებით

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ შაარი, მარილი, საფუარი და ზეთი. მოურიეთ.

2.ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ამოსაფუებლად დატოვეთ 30 წუთი.

3.გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით სოუსი და მოათავსეთ გულსართი, მოაყარეთ ყველი.

4.გამოაცხეთ 190 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!