ინგრედიენტები
ცომისთვის
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 2 ჭიქა
- არაჟანი 500გ
- კარაქი ან მარგარინი 200გ
- ფქვილი 3 ჭიქა
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- გააქტიურებული სოდა 1 ჩაის კოვზი
მინანქრისთვის
- შაქარი 1/3 ჭიქა
- კვერცხის ცილა 1/2 ცალი
- გახეხილი შოკოლადი 1 სუფრის კოვზი
- მეოთხედი ლიმონის წვენი
მომზადება
- კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და სოდა. ჩაასხით გამღვალი მაგარინი, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი.
- მასა გაყავით 2 ნაწილად, ერთს დაუმატეთ კაკაო და მოურიეთ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი. რიგრიგობით ჩაასხით ცომი ფერების მიხედვით.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
- მინანქრისთვის შაქარს დაუმატეთ ცილა და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შოკოალდი.
- გაგრილებულ ტორტს მოასხით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!