სამეფო ფლავი ჩემი აზერბაიჯანელი ბებიის ნასწავლი რეცეპტით.

3635

ამ რეცეპტით მომზადებული ფლავი ძალიან გემრიელია და ხშირად ამზადებენ აზერბაიჯანში.
ძველად ასე მომზადებული ფლავით მხოლოდ წარჩინებულ ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ.

სამეფო ფლავის რეცეპტი

საჭირო მასალა:

  • ლავაში- 2 შეკვრა
  • სტაფილო- 2ცალი
  • ნიორი- 3 კბილი
  • ქიშმიში- 150გ
  • კურკუმა- გემოვნებით
  • ბრინჯი- 1 კგ
  • საქონლის ხორცი- 800გ
  • ხახვი- 1 თავი
  • შავი ქლიავი- 200გ
  • კარაქი- 70გ
  • მარილი- გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი, სანამ ბოლომდე არ მოიხარშება

2. აიღეთ ღრმა ტაფა ან ქვაბი და ლავაშის ფურცლები ისე ჩააფინეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი.

4. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე

5. სტაფილო და ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით

6. შავი ქლიავი და ქიშმიში გარეცხეთ. აურიეთ ბრინჯი, ჩირი და ხორციანი მასა ერთმანეთში.

7. ბრინჯი მოათავსეთ ტაფაზე ან ქვაბში, რომელშიც ლავაშის ფურცლები გაქვს ჩაფენილი. დაუმატეთ მთლიანი თავი ნივრები და მოასხით მცენარეული ზეთი. მოაყარეთ კურკუმა და ზემოდან ლავაშის ფენები გადააფარეთ. ლავაშს ზემოდან წაუსვით მცენარეული ზეთი.

8. ფლავი შედგით ღუმელში 1,5 საათით

9. მზა ფლავი დაჭერით ნაჭრებად ღვეზელივით.

გემრიელად მიირთვით.