სამარხვო წიწიბურის კატლეტები კვერცხის და ხორცის გარეშე

2528

რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ ხორციანი კერძი ყოველდღე უნდა მიირთვათ. გამონაკლისია ხუთშაბათი, ტრადიციულად თევზის დღე. წვნიანი ხორცის ბულიონზე მომზადებული ან ხორციანი ცხელი კერძი ან ხორცი გარნირში აუცილებლად უნდა იყოს. არადა ადამიანს ამდენი არ სჭირდება! რაციონში მრავალფეროვნება რომ შეიტანოთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია წიწიბურას კატლეტების მომზადებას გირჩევთ.

სამარხვო კატლეტები 1 ჭიქა წიწიბურას მარცვლეულით მზადდება. საბოლოოდ, 18-20 მოწითალო და არომატული ბურთი გამოდის. ასეთ კერძს ხორცზე მარტივად მოინელებთ, თან სიმძიმეს არ იწვევს.

წიწიბურის კატლეტი შებოლილი პაპრიკით შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ თუ არ მოგწონთ, სხვა სანელებლით ჩაანაცვლეთ. წიწიბურის ფარშს ახალი ან ხმელი მწვანილი შეგიძლიათ აურიოთ. ეს ინგრედიენტი გემოს და არომატს შემატებს.

ინგრედიენტები:

  • 220 გ წიწიბურა
  • 350 გ კარტოფილი
  • 500 მლ წყალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. წიწიბურას წყალი დაასხით. მარილი მოაყარეთ და ცეცხლზე დადეთ. მარცვლეული მომზადებამდე ხარშეთ.

2. კარტოფილი გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. ზედმეტი სითხე გადაწურეთ.

3. კარტოფილი მოხარშულ წიწიბურას აურიეთ.

4. კარტოფილ–წიწიბურას მასას წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი, დაპრესილი ნიორი, შებოლილი პაპრიკა, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

5. კატლეტებს ფორმა მიეცით და ტაფაზე ცხელ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.

უხორცო კატლეტი საკმაოდ პოპულარული კერძია. ოჯახის წევრები მის გაკეთებას ხშირად მოგთხოვენ. შინაურულ ნივრის სოუსთან ერთად, რომელიც 2 წუთში მზადდება, კიდევ უფრო გემრიელია. გსურთ სცადოთ წიწიბურის კატლეტი უხორცოდ?