სამარხვო ტოლმა კარტოფილით ლილია ცვიტის რეცეპტით. ხორციანზე გემრიელია

206

ცხელ ტოლმას ცივ ზამთარში თითქმის ყველა სიამოვნებით მიირთმევს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხორცის შიგთავსით იქნება თუ მის გარეშე. უხორცოდ არანაკლებ გემრიელი და ნოყიერი გამოდის. მარხვაში იდეალური კერძია.

ასეთი ტოლმის სადღესასწაულო სუფრაზე გატანის არ შეგრცხვებათ. სტუმრებს, რომლებიც ხორცს არ ჭამენ, უხორცო კერძი გაახარებთ. სადღესასწაულო ატმოსფეროს იდეალურად ეთავსება, ამიტომ მის სიმარტივეში ეჭვი არავის შეეპარება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სამარხვო კომბოსტოს ტოლმას კარტოფილის შიგთავსით.

ინგრედიენტები:

  • 1 თავი კომბოსტო
  • 600 გ კარტოფილი
  • 2 ხახვი უმად
  • 2 ხახვი შემწვარი
  • სანელებლები
  • 1,5 ლ წყალი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1. კომბოსტო მოამზადეთ. წყალში კარგად გარეცხეთ. გარე დაზიანებული ფურცლები მოაშორეთ. ხიკვი ამოაჭერით. ასე მოხარშული ფურცლები ერთმანეთს ადვილად მოშორდება.

2. კომბოსტო მდუღარე წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ. სითხე კომბოსტოს ბოლომდე უნდა ფარავდეს. წყალს ცოტა მარილი დაუმატეთ. შიგადაშიგ აურიეთ. მოხარშული ფურცლები საერთო მასას თავისით მოშორდება, ამის შემდეგ შეგიძლიათ ქვაბიდან ამოიღოთ.

3. კომბოსტოს ფურცლებს ოდნავ შეგრილება აცადეთ, შემდეგ მაგარი ნაწილები მოაჭერით. კომბოსტოს ფურცლები გაგრილებამდე გვერდზე გადადეთ. კარტოფილი მოამზადეთ. კარტოფილი და ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად გახეხეთ. ოლადების მსგავს მასას მიიღებთ.

4. კარტოფილის ნარევი სქელძირიან ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. მუდმივად აურიეთ, კარტოფილს ყურადღება მიაქციეთ. ამის ხარჯზე ტოლმა რბილი და ნაზი გამოვა. თან პიურე არ დაიშლება. შიგთავსად მისი გამოყენება მოსახერხებელია.

5. მზა პიურეს სანელებლები და შემწვარი ხახვი დაუმატეთ. თუ სურვილი გაქვთ, ხმელი ოხრახუში და კამა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ახლა შეგიძლიათ კომბოსტოს ფურცლები კარტოფილის პიურით გაავსოთ და ტოლმები გააკეთოთ.

ქვაბში კომბოსტოს ფურცლების ნარჩენები ჩააფინეთ. ზემოდან ტოლმები მჭიდროდ ჩააწყვეთ. წყალი და პომიდვრის პასტა აურიეთ და ტოლმას დაასხით. წყლის ადუღებიდან 1 საათით ხარშეთ. ცოტა მეტი ან ნაკლები დრო შეიძლება დაგჭირდეთ. ტოლმის სირბილეს და საოცარ არომატს დააკვირდით. გემრიელად მიირთვით.