სამარხვო სალათი, რომელიც სადღესასწაულოდ სულ მზად მაქვს

202

მათთვის ვინც იცავს მარხვას, ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური რეცეპტი. სამარხვო სალათი, რომელიც მსუბუქი, გემრიელი, მარტივი და ვიტამინებით სავსეა.

გაზაფხულზე, როცა ჩვენი ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის ეს სალათი ნამდვილად საჭიროა.

ინგრედიენტები სალათისთის

  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • 100გ ნიგოზი
  • 150გ შავი ქლიავი
  • 150გ გამომშრალი გარგარი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 5-6 კბილი ნიორი
  • 100მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი სამარხვო მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • სანელებლები

მომზადება

1.გარეცხეთ, გაასუფთავეთ სტაფილო და ჭარხალი. გახეხეთ წვრილად.

2.მოხალეთ ნიგოზი ტაფაზე.

3.დაალბეთ ქლიავი და გარგარი.

4.გახეხეთ ნიორი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მაიონეზი, მარილი, წიწაკა და სანელებლები.

5.დაჭერით გარგარი და ქლიავი.

6.ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში. მოასხით სოუსი და კარგად მოურიეთ.

7. უგემრიელესი სალათი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!