სამარხვო “ნაპოლეონი” ლუდზე. იმდენად გემრიელი გამოდის, ორიგინალ ვარიანტს არაფრით ჩამოუვარდება

2278

მარხვის პერიოდში, როდესაც არაერთ საკვებ პროდუქტზე უარს ვამბობთ, პერიოდულად გვიჩნდება რაიმე გემრიელის დაგემოვნების ძალიან დიდი სურვილი. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ტორტი “ნაპოლეონის” სამარხვო ვარიანტს, რომელიც, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. თავისი გემოვნური თვისებეით ეს დესერტი ნამდვილად არ ჩამოუვარდება მის ორიგინალ ვარიანტს.

უგემრიელესი ნაპოლეონის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ ფქვილი, მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი და 1 ბოთლი ლუდი დაგჭირდებათ. ტორტში ლუდის გემო ნამდვილად არ იგრძნობა, მისი არომატი მხოლოდ უშუალოდ გამოცხობის პროცესში ვრცელდება. როგორც მოგეხსენებათ, სათანადოდ ფხვიერი, ფენოვანი ცომი ნაპოლეონის მთავარი ღირსებაა, ლუდი კი არაჩვეულებრივად ართმევს თავს ამ დავალებას.

ტორტი “ნაპოლეონი” ლუდით

თუ გსურთ, მარხვის პერიოდში საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ძალიან გემრიელი დესერტით გაანებივროთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და პირობას გაძლევთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 250 მლ ლუდი
  • 900 გრამი ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 700 მლ წვენი ან ნექტარი
  • 120 გრამი მანის ბურღული
  • 2 ან 4 ს.კ. თაფლი (გემოვნების მიხედვით)
  • 1 ჭიქა თხილეული

მომზადება: 

1. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა (250 მლ) მცენარეული ზეთი, დაამატეთ ფქვილის მცირე ნაწილი და 1 ჭიქა (250 მლ) ლუდი. კარგად გადაურიეთ.

2. როდესაც ინგრედიენები ერთმანეთს კარგად შეერევა, ჩაამატეთ დარჩენილი ფქვილი და შეუდექით ცომის ამოყვანას. მიღებული ცომი უნდა იყოს ძალიან რბილი, მსუბუქი და ელასტიური. აუცილებელი პირობაა, რომ ის არ გეწეპებოდეთ ხელებზე (ასეთ შემთხვევაში დაამატეთ კიდევ მცირეოდენი ფქვილი).

3. დააყოვნეთ მზა ცომი მაცივარში 60 წუთით.

4. სანამ ცომი გამზადდება, შევუდგეთ კრემის მომზადებას. გირჩევთ, კრემისთვის ალუბლის წვენზე შეაჩეროთ არჩევანი, რადგან ის დესერტს მართლაც საოცარ გემოსა და არომატს ანიჭებს. თქვენთვის მოსახერხებელ ქვაბში ჩაასხით 700 მლ ალუბლის წვენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მდუღარე მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით მანის ბურღული და ხარშეთ კიდევ დაახ. 5 წუთის განმავლობაში, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში. თქვენ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან და მისცეთ მცირე დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.

5. როდესაც ფაფისებრი მასა გაგრილდება, კარგად ათქვიფეთ ის მიქსერის ან ბლენდერის გამოყენებით, შემდეგ დაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

6. 60 წუთის შემდეგ გამოიღეთ ცომის გუნდა მაცივრიდან და გაყავით ის 7 თანაბარ ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ და აცხვეთ ღუმელში ქერქის ოქროსფრად შეფერვამდე.

7. შეუდექით ფენა-ფენად ტორტის აწყობას. თითოეულ ფენას შორის კარგად წაუსვით ალუბლის კრემი. როდესაც ცომის ბოლო ფენას გამოიყენებთ, ზემოდან კარგად წაუსვით კარაქი და შემდეგ მოაყარეთ სასურველი თხილეული (ნიგოზი, თხილი, მიწისთხილი და ა.შ.).

8. ესეც ასე, უგემრიელესი სამარხვო “ნაპოლეონი” მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. როგორც ხედავთ, სამარხვო “ნაპოლეონი” საკმაოდ მარტივად მზადდება, ხოლო ის გემოვნური თვისებებით მის ორიგინალ ვარიანტს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. როდესაც დააგემოვნებთ, ამაში თავად დარწმუნდებით.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში!