სამარხვო ბოსტნეულის წვნიანი პიტნით: რეცეპტი, რომელმაც არაერთხელ მიხსნა

3921

ბევრი მიიჩნევს, რომ სამარხვო კერძები უგემური და ერთფეროვანია. დიდი მარხვის მოახლოვებისთანავე, ვფურცლავთ რეცეპტების წიგნს და ვეძებთ კერძებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში რაციონში უნდა შევიტანოთ. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ წვნიანის რეცეპტს, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას.

ის, რომ წვნიანში არც ხორცია, ეს ისედაც ცხადია. წარმოდგინეთ, და არც წვეთ ზეთს შეიცავს. მაშინ რატომაა ის ასეთი განსაკუთრებული? საქმე ბოსტნეულის სწორ არჩევანში, დაბალანსებულ სანელებლებში და პიტნის ფოთლებშია, რომელიც მხოლოდ დეკორის როლს არ ასრულებს.

ინგრედიენტები

  • 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ნიახური
  • 4 ც კარტოფილი
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 100 გრ ბარდა
  • 0,5 კონა პიტნა
  • 0,5 თავი კომბოსტო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გააცხელეთ ბულიონი ქვაბში სანამ წამოდუღდება.
  2. დაჭერით წვრილად ხახვი, ნიორი, ნიახური, სტაფილო, კარტოფილი. ჩაყარეთ ბულიონში ყველაფერი კარტოფილის გარდა.
  3. როცა ბულიონი წამოდუღდება, ჩაყარეთ კარტოფილი. ხარშეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.
  4. დაამატეთ ბარდა და დაჭრილი კომბოსტო. შემდეგ მარილი და პილპილი გემოვნებით. ხარშეთ კიდევ 7 წუთის განმავლობაში.
  5. დაასხით თეფშებზე წვნიანი და მორთეთ პიტნით.

სამარცხვო წვნიანის რეცეპტი დაგეხმარებათ რაციონის გამდიდრებაში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!