სალათი “შავი მტევანი” – ორიგინალური კერძი!

802

მაიონეზიანი სალათებს შორის ამ სალათს 1 ადგილი უჭირავს. ქათამი და ყურძენი საუკეთესო კომბინაციას და გემოს გპირდებათ. უმჯობესია ყურძენი იყოს ტკბილი.

ბევრს გაახსენდება ბავშვობის გემო და წარმოიდგენს ამ კერძს სადღესასწაულო მაგიდაზე.

ინგრედიენტები

  • შებოლილი ქათმის ფილე 400გ
  • შავი ყურძენი 300გ
  • ყველი 300გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და ოხრახუში

მომზადება

1.გაასუფთავეთ ქათამი. დაჭერი კუბიკებად.

2.გახეხეთ ყველი. განაცალკევეთ მოხარშული კვერცხის ცილა და გული. გახეხეთ ცილაც და გულიც.

3.გარეცხეთ ყურძენი, გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე, მოაშორეთ თესლი. დაიწყეთ სალათის აწყობა. პირველ რიგში ვიწყებთ ცილას, გადაანაწილეთ თეფშზე.

4.ცილას მოაყარეთ მარილი, მოასხით მაიონეზი. გადაანაწილეთ ქათმის ხორცი. მოასხით მაიონეზი. მესამე ფენა კვერცხის გული, მაიონეზი. მოაყარეთ ყველი.

5.მოასხით მაიონეზი, გააფორმეთ ყურძნით. ყუნწის შესაქმნელად გამოიყენეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!