სალათი “ქალთევზა” ჩემი საფირმო რეცეპტით

856

ამ კერძის შემადგენლობაში თქვენ შეხვდებით კალმახს და ანანასს. ეს უცნაური გემოთა შეთანხმება საოცარ კერზს ქმნის. აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გასინჯოთ ეს სალათი.

ინგრედიენტები

  • 5-6 კვერცხი
  • 300გ კალმახი
  • 1-2 ანანასი
  • 1 ქილა ზეთის ხილი
  • 2-3 კიტრი
  • 200გ არაჟნის ყველი
  • 1 ქილა წითელი ხიზილალა
  • მაიონეზი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით თევზი. მოაყარეთ მარილი და ძალიან ცოტა შაქარი.

2.მოხარშეთ კვერცხი, განაცალკვეთ ცილა და გული. გახეხეთ ცილა წვრილად, დაჭერით გული. დაჭერით მრგვლად კიტრი. კიტრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთის ხილი.

3.გახეხეთ ყველი, გაასუფთავეთ ანანასი. გრეცხილი თევზი გააშრეთ ხელის ხელსახოცით. დაჭერით თევზი.

4.მაიონეზს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ – ეს იქნება ჩვენი სოუსი. აიღეთ ცილა და მოათავსეთ ფორმის ძირზე, მოასხით მაიონეზის ფენა. შემდეგინაბიჯი – დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად გადაანაწილეთ კოვზის დახმარებით მთელს ზედაპირზე.

5.შემდეგი ფენა კალმახი: ზემოდან მოასხით სოუსი, გადაანაწილეთ ანანასი, მოაყარეთ ყველი და კიტრი.

6.მოაყარეთ დარჩენილი ყველი და მოასხით სოუსი. ზემოდან გადაანაწილეთ ხიზილალა.

გემრიელად მიირთვით!