სალათი ოლივიეს საზაფხულო ვარიანტი – გეცნობათ?

506

როგორ მოვამზადოთ ცოცხალი, ნოყიერი სალათი, რომელიც ძალიან გავს ოლივიეს? ერთი შეხედვით რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენი რედაქცია ყველაფრისთვის მზად არის. დღესაც ორიგინალური რეცეპტით მოვედით თქვენთან.

ყველაფერი ახალი – ეს კარგად დავიწყებული ძველია. ოლივიე ყველასათვის საყვარელი სალათია. განსაკუთრებით სადღსასწაულოდ ხდება მისი ყველა ოჯახში მომზადება.

სალათი ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული, მას ცნობილი რესტორნების მენიუებშიც შეხვდებით.

ძეხვეული შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით. მე ხშირად ვიყენებ სარდელს ან სოსისს.

ინგრედიენტები

  • 200გ თეთრი კომბოსტო
  • 200გ წითელი კომბოსტო
  • 1 მოხარშული კვერცხი
  • 150გ ძეხვი
  • 100-150გ მწვანე ბარდა
  • 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი

მომზადება

1.კომბოსტო დაჭერით წვრილად. ცოტა დაჭყლიტეთ ხელით, რათა დარბილდეს. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 15-20 წუთი.

2.გრძლად დაჭერით ძეხვი. კუბიკებად დააქუცმაცეთ კვერცხი. გადაასხით წვენი და კვერცხი დაუმატეთ კომბოსტოს. მოაყარეთ ბარდა და მოასხით მაიონეზი. შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი დაფქული წიწაკა.

3.გააფორმეთ კვერცხის გულით და მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!