სალათი „ლალისფერი დაისი“. წვნიანი ჭარხლის კერძის მოყვარულებს მოეწონებათ

68

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ წასახემსებელს ნაკლებად მარილიანი ქაშაყის ფილეთი და მოხარშული ჭარხლით. ერთი შეხედვით, რაღაც შუალედურია ცნობილ „ვინეგრეტსა“ და „ქაშაყი ქურქის ქვეშს“ შორის. ასე არაა. მართლაც ისე უნდა აურიოთ, როგორც პირველ შემთხვევაში, და დაუმატოთ მაიონეზი, როგორც მეორეში.

ნოყიერი სალათი „ლალისფერი დაისი“ განსხვავდება თუნდაც იმით, რომ მასში კარტოფილი და სტაფილო არაა, სამაგიეროდ თევზი და ყველი საკმარისია. წვნიანი ხახვის მარინადი კერძს პიკანტურს ხდის. წასახემსებელი უნივერსალურია: როგორც ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულოდ შეგიძლიათ მოამზადოთ.

სალათი „ლალისფერი დაისი“ ჭარხლით და ქაშაყით: მომზადების ნიუანსები

ჭარხალი წვნიანი, არომატული და მთლიანი რომ გამოვიდეს, არ მოხარშოთ, არამედ გამოაცხვეთ. ასე ნაკლებ ჭურჭელს დასვრით და ძირნაყოფს უფრო გამოკვეთილი გემო ექნება. ბოსტნეული გარეცხეთ, ქაღალდით გაამშრალეთ, ფოლგაში გაახვიეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით აცხვეთ. ნახევრად ხმელი ყველი შეარჩიეთ, მაგალითად, ნაღების ან ჰოლანდიური.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ქაშაყი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • 250 გ ჭარხალი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ წყალი
  • 150 გ ხმელი ყველი

მომზადების წესი:

1. ქაშაყის ფილე ნაჭრებად დაჭერით და ღრმა თასში გადაიტანეთ.

2. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და დაამარინადეთ. პატარა თეფშზე დააწყვეთ, 1 ს/კ წყალი, ძმარი, შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.

3. 10 წუთით დასამარინადებლად გააჩერეთ. შემდეგ მზა ხახვი თევზს დაუმატეთ.

4. მოხარშული (გამომცხვარი) ჭარხალი მსხვილად გახეხეთ და მომავალ სალათს დაუმატეთ. ბოსტნეული კუბებად დაჭერით.

5. ყველი საშუალო ზომებად გახეხეთ ან პატარა კუბებად დაჭერით. დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.

6. სულ ბოლოს მაიონეზი გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ. მზა სალათი დაჭრილი მწვანილით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით.

მნიშვნელოვანია: წასახემსებელს მარილი და სანელებლები ზომიერად დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ უკვე დამარილებულ თევზს და მზა მაიონეზს იყენებთ. სალათი მოხარშულ კარტოფილს და ნებისმიერ მარცვლეულს შესანიშნავად ეთავსება.