სალათი “აჩიკ-ჩუჩუკი” უზბეკურ ფლოვთან

180

ლეგენდალური სალათი “აჩიკ – ჩუჩუკი” ძალიან უხდება უზბეკურ ფლოვს. რეცეპტი წარმოუდგენლად მარტივია. ტრადიციულად მას 2 ინგრედიენტისგან ამზადებენ: პომიდორი და ხახვი. სანელებლებიდან მხოლოდ მარილს და წიწაკას იყენებენ.

გემრიელი სალათის მოსამზადებლად წვნიანი და კარგად მომწიფებული პომიდორი დაგჭირდებათ. ბოსტნეული შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ჩაამატოთ რეცეპტში. სოუსის როლს აქ პომიდვრის წვენი ასრულებს, ასე რომ დამატებითი მზადება არაფერს არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 5 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. მოათავსეთ თეფშზე.

2.ამოჭერით გული და დაჭერით წვრილად.ზემოდან დაალაგეთ ხახვს.

3.მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!