სადღესასწაულო წასახემსებელი „შავი მარგალიტი“ 20 წუთში

144

ბოლო საოჯახო სუფრაზე წასახემსებელი „შავი მარგალიტი“ სტუმრების ყურადღების ცენტრში იყო. მარტივი კერძი 20 წუთში მზადდება. გარდა ამისა, შიგთავსი ბოლო წამს შევარჩიე.

მთავარია, ცომის მომზადების ტექნოლოგია აითვისოთ, ხოლო შიგთავსის პროდუქტები შეგიძლიათ გემოვნების და განწყობის მიხედვით შეცვალოთ. მაგალითად, კრევეტები შეგიძლიათ კიბორჩხალის ჩხირებით ან თევზის ნაჭრებით ჩაანაცვლოთ. ანანასის ნაცვლად კიტრი ან ბულგარული წიწაკა გამოიყენეთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია „შავი მარგალიტის“ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 200 გრ დაკონსერვებული ანანასი
  • 450 გრ ფენოვანი საფუარის ცომი
  • 200 გრ ხაჭოს ყველი
  • 130 გრ კრევეტები
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ, ცომი ოდნავ გააბრტყელეთ. ფიგურული ფორმებით „ნიჟარები“ ამოჭერით, ჩანგლით ზოლები გაუკეთეთ.

2. მთელი „ნიჟარის“ ნახევრები გააერთიანეთ, ძირზე ჩანგლით დააჭირეთ.

3. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მზა ცომის ფორმები გადაიტანეთ. გამდნარი კარაქი „ნიჟარის“ შიდა ნახევრებს წაუსვით, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს.

4. ზემოდან ცომს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. ცივ ღუმელში მოათავსეთ და 200 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. ორიენტაცია თქვენს ღუმელზე გააკეთეთ. ცომი უნდა შეწითლდეს.

5. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. ორი მოხარშული კვერცხი გახეხეთ, მოხარშული კრევეტები და ანანასი წვრილად დაჭერით.

6. ინგრედიენტები აურიეთ, ხაჭოს ყველი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7. მზა „ნიჟარა“ შიგთავსით გაავსეთ და ზეთისხილით გააფორმეთ.

სადღესასწაულო სუფრისთვის წასახემსებელი შეგიძლიათ წითელი ან შავი ხიზილალით მორთოთ. ასე წასახემსებელი ლამაზი და დასამახსოვრებელი გახდება. სტუმრები ნამდვილად დაინტერესდებიან!