სადღესასწაულო უგემრიელესი ფუნთუშები. მარტივი და ხელმისაწვდომი…

1090

სადღესასწაულო ცხობილა.

სადღესასწაულო პერიოდში ყველას გვინდა რაიმე განსხვავებულის მომზადება.

დღეს ჩვენ უგემრიელესი ცხობილის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი 420გ
  • მარგარინი 40გ
  • შაქარი 65გ
  • საფუარი 16გ
  • რძე 200გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი.

პირველ რიგში აუცილებელი გავხსნათ საფუარი. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ სუფრის კოვზი შაქარი. 10-15 წუთში უნდა მიიღოთ ამფუებული მასა.

დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ მარგარინი. გააგრილეთ, დაუმატეთ კვერცხი და მარილი.

გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გახსნილი საფუარი, შაქარი, კვერცხისა და მარგარინის მასა, მოზილეთ ცომი.

ჯამს დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 1 საათი.

ცომი გაყავით ნაწილებად. დააბურთავეთ, დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ.

მიეცით ძეხვის ფორმა.

მიღებული ცომი შეკარით.

მიეცით ჩიტის ფორმა: კუდი გამოყავით და ჩაჭერით 5 ადგილას. არ დაგავიწყდეთ ნისკარტის და თვალების გაკეთება.

შეგიძლიათ ჩიტის სხვა ვარიაციაც გააკეთოთ: დაამრგვალეთ ცომი, ერთ მხარეს ჩაჭერით რამდენიმე ადგილას და გააფორმეთ.

გადაკეცეთ მიღებული ფორმა.

მოათავსეთ ფორმაზე და წაუსვით კვერცხი.

30 წუთში ჩვენი ცხობილა მზად იქნება!

ეს ცხობილა ძალიან მოუხდება თქვენს სუფრას.

გემრიელად მიირთვით!