საგაზაფხულო ჭარხლის სალათი: მსუბუქი, ნოყიერი და გემრიელი

1665

გაზაფხული ვიტამინებით სავსე სალათების მომზადების პერიოდია. თანაც, ეს შეიძლება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან გააკეთოთ. დღეს ჩვენ საინტერესო შეხამებას გთავაზობთ: ჭარხალი, ოსპი, ვაშლი. ეს კერძი ყველა სასარგებლო თვისებას ითავსებს. ყველის სახით კი ფეტა შესანიშნავად უხდება.

ადვილად მოსამზადებელი სალათი ანაყრებს და ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინებით ამარაგებს, თანაც, ძალიან გემრიელია. დიეტის დროსაც ნამდვილი მისწრებაა.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჭარხალი
  • 150 გრ ოსპი
  • 1-2 ც ვაშლი
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • 20 გრ მწვანე ხახვი
  • 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 150 გრ ყველი ფეტა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გამოაცხვეთ ან მოხარშეთ ჭარხალი. შემდეგ გათალეთ და დაჭერით კუბებად.
  2. გარეცხეთ ოსპი, დაასხით წყალი პროპორციით 1:3, მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაწურეთ.
  3. დაჭერით კუბებად გათლილი ვაშლი, დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი.
  4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ყველი, ძმარი, ზეთი და კარგად მოურიეთ. ბოლოს მოაყარეთ ბაზილიკი.

ასეთი სალათი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ინგრედიენტებისგანაა მომზადებული. თ რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!