საახალწლო ორცხობილა „გირჩები“ მოუსვენარი კურდღლისა და ხმაურიანი სტუმრებისთვის

404

საახალწლო ორცხობილა „გირჩები“ სახლში მარტივად მზადდება. უბრალოდ ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ლამაზი ფორმა მიეცით და ღუმელში მოათავსეთ. 20 წუთში სუფრაზე არომატული და გემრიელი დესერტის გატანას შეძლებთ. ბავშვებსაც და უფროსებსაც მოეწონებათ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ საახალწლო ორცხობილა „გირჩები“ მარტივად.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ თაფლაკვერის სანელებლები
  • 100 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 420 გ ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • მწიკვი მარილი და ვანილი

მომზადების წესი:

1. რბილი კარაქი, კვერცხი, შაქარი, თაფლი, ვანილი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ.

2. თაფლაკვერის სანელებლები და ფორთოხლის (ლიმონის ან გრეიფრუტის) ცედრა დაუმატეთ და აურიეთ. სანელებლად დარიჩინი, კოჭა, ილი და მიხაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

3. რბილი ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ. საერთო მასიდან ცოტა ცომი აიღეთ და კაკაო დაუმატეთ. ასე ყავისფერ ორცხობილებს მიიღებთ.

4. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით და ნიგოზზე ოდნავ დიდი ზომის ბურთებად დააგუნდავეთ. დანით გირჩის ფორმა მიეცით, დიაგონალურად დასერეთ.

5. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და კვერცხის გული წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

6. ცხელ ორცხობილას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

ორიგინალური ორცხობილა „გირჩები“ სტუმრებს ნამდვილად მოეწონებათ. აუცილებლად სცადეთ. ცომს პიტნა დაუმატეთ, თუ მწვანე ორცხობილა–გირჩის მომზადება გსურთ.