საახალწლო ნამცხვარი ხაჭოთი და მანდარინით

499

ინგრედიენტები

  • კვერცხი 5 ცალი
  • კარაქი 200გ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 300გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ფქვილი 2,5 ჭიქა
  • ვანილი
  • მანდარინი
  • ხაჭო 200გ
  • ჟელატინი 10გ
  • წვენი 200მლ

მოზმადება

  1. განაცალკევეთ 4 კვერცხის ცილა და გული. გულს დაუმატეთ რბილი კარაქი, არაჟანი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ ბლენდერში.
  2. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა დაუმატეთ მასას, მოზილეთ ცომი.
  3. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და შაქარი (1 ჭიქა).
  4. ცილა ათქვიფეთ შაქართან (1 ჭიქა).
  5. ცომი ჩააფინეთ ცხიმიან გამოსაცხობ ფორმაში და ამოიყვანეთ კუთხეები. მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან გადაანაწილეთ ცილა.
  6. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთი.
  7. ჟელატის დაუმატეთ წვენი (მე ვიყენებ საბავშვო წვენს).
  8. მზა ნამცხვარზე მოათავსეთ მანდარინები და მოასხით ჟელატინის მასა.
  9. შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!