საახალწლო მაგიდა ცნობილი შეფ მზარეულების რჩევებით

661

დრო ძალიან სწრაფად გარბის, ხოლო ახალი წელი უკვე კარს მოგვდგომია, ამიტომაც დროა ვიფიქრო სადღესასწაულო მაგიდაზე – 2021. ჩვენმა რედაქციამ ძალიან საინტერესო კერძების კრებული მოგიმზადათ.

მენიუ საკმაოდ ბიუჯეტურია, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია!

ტრადიციულ კერძებს შეგიძლიათ აჩუქოთ მეორე სიცოცხლე და ისინი გადაასხვაფეროთ. ქაშაყის სალათის მოსამზადებლად, ჭარხალი შეგიძლიათ მოათავსოთ ორცხობილაზე. ასე თქვენ კერძს მეტად პრეზენტაბელურს გახდით.

ახლობლებს მანდარინის ფორმის ხემსით ძალიან გააოცებთ.

გული, ხახვი, სტაფილო კორეულად, ზეთთან და სანელებლებთან ერთად ნამდივად შექმნის ნამდვილ დღესასწაულს. ეს სალათი წინასწარ უნდა მომზადდეს, რადგან მას 7 საათი მაცივარში შენახვა ესაჭიროება.

ასევე წინასწარ შეგიძლიათ მოამზადეოთ ხორცის ნამცხვარი.

მთავარ კერძად მე შემოგთავაზებთ ფარშირებულ ბარკლებს სოკოთი და ხორცს ფრანგულად ანანასში, რომლის რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდზე.

ფარშევანგის კუდი – საოცარი კერძია, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს მაგიდაზე.

ინგრედიენტები

  • 1 ლიმონი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 14 ნაჭერი შავი პური
  • ქაშაყი
  • 200გ კრევეტები
  • 1 შებოლილი სკუმბრია
  • 1 წითელი ხახვი
  • მწვანე ხახვი
  • 4 ქათმის კვერცხი
  • 4 მწყერის კვერცხი
  • წითელი ხიზილალა

მომზადება

  1. გააფიცხინეთ პური ტაფაზე. ამასობაში ადუღებულ წყალში მოხაშეთ კრევეტები 2 წუთი.
  2. ლიმონი გაჭერით შუაზე, შემდეგ დააქუცმაცეთ. იმ თეფშის კიდეებზე მოათავსეთ ლიმონი, რომელზეც აპირებთ კერძის აწყობას. ლიმონზე მოათავსეთ გაფიცხინებული პური.
  3. წითელი ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით. პურზე მოათავსეთ ხახვი. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა მწვანილი.
  4. დაჭერით ქაშაყი და წიწაკა. ხახვზე მოათავსეთ ქაშაყი და შემდეგ წიწაკა.
  5. დაჭერით სკუმბრიაც. შემდეგ ისევ მოათავსეთ პური, ხახვი, მწვანილი და სკუმბრია.
  6. ორივე სახის მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ჯერ მოათასვეთ ქათმის კვერცხი, შემდეგ კრევეტები და მწყერის კვრცხი.
  7. სალათი გააფორმეთ ხახვით, ხიზილალათი და მწვანილით. ხიზილალა შეგიძლიათ მოათავსოთ კვერცხზე.
  8. უგემრიელესი ხემსი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!